• რეკლამა
  • კონტაქტი
20:36, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოდით, ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას.. ჩავარდნები ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა – არმაზ ახვლედიანი

ალია ავტორი - ალია
15:28 12-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

ვინმე იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა ჩავარდნები? – არა, ბატონებო, ღმერთი არავინ არ არის! ყველას გვქონდა, ყველას გვაქვს და გვექნება ჩავარდნები – პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი შერიგებისა და თანხმობის დღის დაწესების ინიციატივით გამოდის.

„საქართველოს ირგვლივ საგარეო პოლიტიკური ვითარება ისეთი დრამატულია, იმდენად სახიფათოა ის განზრახვა, რაც აქვს რუსეთის ფედერაციას, კრემლს ჩვენს მიმართ და უკრაინის მიმართ, ვფიქრობ, არაფერი სხვა, არცერთი სხვა საკითხი არ შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური. მეორე მხრივ, პოლარიზების ხარისხი საქართველოში ისეთი დრამატულია აგრეთვე, ისეთი უფსკრულია საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, რომ თუ სწორედ ახლა არ ვუწამლეთ ამას, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ყველაფერი გვიან. მე ჩემდათავად, თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ აქ აზრი ჰქონდეს აქ საქმის გაგრძელებას, თუ ვერ შევთანხმდებით მთავარ საკითხზე, რომ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის ყოფნა ხელისუფლებაში იყოს არა ჩვენი არჩევანი, არა ჩვენი გადასაწყვეტი, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი სამართლიანი პროცედურებით. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ არ დაგვემართებოდა 30 წლის წინ, 1991-ში 22 დეკემბერი, ეს სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში. რა, ვინმე იტყვის, რომ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა ჩავარდნები? – არა, ბატონებო, ღმერთი არავინ არ არის! ყველას გვქონდა, ყველას გვაქვს და გვექნება ჩავარდნები. უბრალოდ, უბედურება ისა, რომ არ ვაცდით ერთმანეთს, არ შეგვიძლია ერთმანეთის გათვალისწინება. იქნებ სწორედ 22 დეკემბრისთვის, იქნებ ამ დღეს მაინც მოვახერხოთ და შევთანხმდეთ მთავარზე, როგორც არ უნდა სძულდეს ვინმეს ერთმანეთი, როგორც ვერ უნდა ვიტანდეთ ერთმანეთს, ავიტანოთ ერთმანეთი საქართველოსთვის და გამოვაცხადოთ 22 დეკემბერი თანხმობის დღედ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ძალიან კეთილშობილურია. მე ვერ ვხედავ ალტერნატივას, თუ არა ამ ინიციატივის განხორციელება. მოდით, ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას, რადგან ეს ვერ მიგვიყვანს თანხმობამდე. მოხერხდება თუ არა სამი პრეზიდენტის ფორმატში საუბარი, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი სულაც არ იქნებოდა. ის მაინც ხომ შეიძლება მოხერხდეს, რომ აქ ჩვენ ვესაუბროთ ერთმანეთს ნორმალურად, ჩავთვალოთ, რომ ყველას ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში გაუკეთებია ძალიან ბევრი საქართველოსთვის. ნოდარ დუმბაძეს აქვს ფანტასტიკურად ნათქვამი – იქნებ იმ კუთხით შევხედოთ ადამიანს, საიდანაც უკეთ იმზირება. თუ გაქვს სურვილი შეგიძლია დაინახო, თუ არ გაქვს, ვერ დაინახავ და თანხმობა არასდროს შედგება. მოგიწოდებთ და მზად ვარ დავიწყო ჩემი თავიდან, რომ არ იყოს ეს ჰაერში ნათქვამი, დავასრულოთ ენა, რომელიც გვყოფს! შევძლოთ შეთანხმება, თუ დღეს არა ერთმანეთის ხათრით, საქართველოს ხათრით მაინც!“- განაცხადა ახვლედიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved