• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდით, დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით” – რომან გოცირიძის “მარტივი კითხვები” კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
14:52 11-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,191

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

“ოცნების” მთავრობამ გვამცნო, რომ არაბულ მშენებლობასთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხსო და მოდით, დავიწყოთ ყველაზე ელემენტარულით:
-რამდენია არაბულ-ქართული ერთობლივი კომპანიის კაპიტალი?
-როგორც ითქვა, ქართული მხარე არის კომპანიის წილის ერთი მესამედის მფლობელი. მიწის გარდა რა შენატანი უნდა განახორციელოს ქართულმა მხარემ კაპიტალში და რამდენად არის შეფასებული მიწისა და სხვა ქართული ქონებრივი თუ არაქონებრივი აქტივების ღირებულება?
-შეაფასა თუ არა ქართული მხარის წილის ღირებულება საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ?
-მსგავსი მიზნებისათვის მთავრობას დაქირავებული ჰყავდა “როტშილდების” კომპანია, რომელსაც 10 მილიონი დოლარი გადაუხადეს ბიუჯეტიდან. მონაწილეობდა თუ არა ეს ან სხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ხელშეკრულების შემუშავების პროცესში?
-ბიზნესში მონაწილე მხარეების განცხადებით, არაბულ მხარეს წილის ერთი მესამედი დაეთმო არქიტექტორული პროექტების მომზადების სანაცვლოდ. ვინ შეაფასა ამ პროექტების ღირებულება, მასზე გასაწევი ხარჯების პერიოდულობა, რამდენად თანაზომადია იგი ქართული მხარის შენატანთან შედარებით? 850 ჰექტარი მიწის ღირებულება ტოლია არქიტექტორული პროექტების ღირებულებისა? დაგეგმილზე ნაკლები უძრავი ქონების აშენებისა და რეალიზების შემთხვევაში ( ანუ ნაკლები მოცულობის საპროექტო სამუშაოების გაწევის შემთხვევაში), როგორ იცვლება წილი კაპიტალში? არაბულ მხარეს შეაქვს დამატებითი ფულადი შენატანი თუ იზრდება ქართული მხარის წილი?
-რა მოცულობის ფულადი შენატანი უნდა განახორციელოს არაბულმა მხარემ დარჩენილი მისი კუთვნილი წილის ერთი მესამედის სანაცვლოდ?
ძალიან მარტივი კითხვებია და იმედია დროზე გაგვცემენ პასუხს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved