• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოდის და მოდის სამხედრო დახმარება! რამდენად უნდა გაიფხრიწოს ურდოს გამოფიტული არმია?! – პეტრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:46 08-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,448
ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი   სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი:
#ArmUkraineNow
გამარჯობა! მოვიდა კიდევ 4 გაუმარსი ჩვენების განკარგულებაში! კიდევ მოვიდა გერმანული მარსები უკვე ფრონტის ხაზზე; კიდევ მოვიდა 550 მილიონი დოლარის ჭურვები და რაკეტები აშშ-დან! მწიფდება 300კმ-იანი სიშორის რაკეტების ჩვენებისთვის გადმოცემის საკითხზე გადაწყვეტილება! მოდის და მოდის სამხედრო დახმარება!
უკრაინა გაიმარჯვებს!
რამდენად უნდა გაიფხრიწოს ურდოს გამოფიტული არმია?! აღმოსავლეთ ფრონტზე რამდენი ხანია უკვე ერთ ადგილს ტკეპნიან. ახლა დაიწყეს ნარჩენების სამხრეთით გადასროლა, რომ დროებით ოკუპირებული ხერსონი გაამაგრონ და მითამ შეტევა წამოიწყონ მიკოლაევის და კრივოი როგის მიმართულებით! მოქუჩდით ერთად ურდოსებო და გაახარეთ თქვენი საყვარელი იოსია, მიკობზონდით ადრე და სწრაფად!
აი ნოვა კახოვკაში ბეთქავენ ჩვენები, მერე ისევ მოქუჩდებიან ურდოსები და ისევ მოკითხვა გაუმარსებისგან! გუშინ ღამეც ასე იყო!
უკრაინა გაიმარჯვებს!
ევროკომისიამ დაამტკიცა მორიგი მაკროსაფინანსო დახმარება 500 მილიონი ევროს ოდენობით!
ოლენივკაში ჩადენილი ტერორისტული აქტის პირველადი მოკვლევის შემდეგ, უკრაინის ახალმა გენ.პროკურორმა განაცხადა, რომ ურდომ ტყვეების მოსაკლავად გამოიყენა თერმობარული ბომბი! მოგეზღვევათ მაგაზე პირადად პუტლერ/პუილოს და მთელ მის შაიკას!
აი როგორც აზ-ზავახირი გაისტუმრეს გუშინ უსამასთან შესახვედრად, ისე არ აცდება ბოლოს პუტლერს!
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ პირდაპირ შეადარა მარიუპოლში რაშისტების ქცევა ნაცისტების ვარშავაში ბარბაროსობას!
აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებებიდან და ტაივანის მედიაში გავრცელებული ცნობებიდან იკვეთება, რომ კონგრესის სპიკერს ნენსი პელოსის მაინც აქვს ტაივანში ჩასვლა გეგმაში! ამ საღამოს თუ ქ-ნი პელოსი და მისი ორპარტიული დელეგაცია ტაიპეის სასტუმროში დაჩექინდა, მერე ნახეთ თქვენ გლობალური დათბობის ეფექტები! აპოკალიფსი არ იქნება, მაგრამ გამიშვი გამატარე ჩინელ, ამერიკელ და ტაივანელ სამხედროებს შორის კი ნაღდად მოსალოდნელია!
ტყუილა ნურავის აქვს იმედი, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტემპერატურის მატება მსოფლიოს ყურადღებას მოადუნებს უკრაინის გმირულ ბრძოლაზე ოკუპანტი ურდოს წინააღმდეგ!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
თეგები: ბუკა პეტრიაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved