• რეკლამა
  • კონტაქტი
19:37, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა – რომელ ოპერატორს რამდენი მომხმარებელი ჰყავს – COMCOM

ალია ავტორი - ალია
14:10 06-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლმაღალია და 148%-ს შეადგენს.

კომისია აცხადებს, რომ მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა.

აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: მაგთიკომი – 41%, სილქნეტი – 33%, ხოლო ბილაინი – 26%.

2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს მაგთიკომის აბონენტები ხარჯავენ, სილქნეტის აბონენტები – 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს – 6.1 ლარს ბილაინის აბონენტები. 

ასევე, კომისიის განცხადებით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება.

კერძოდ: 

2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა.

2020 წლის ბოლოსთვის ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების 3.3 მლნ სარგებლობს.

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. 2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი

მობილურ ინტერნეტს მოიხმარდა სილქნეტის 1.17 მლნ მომხმარებელი, მაგთის – 1.08 მლნ აბონენტი, ბილაინს – 1 მილიონი. 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IVკვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას – „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved