• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მნიშვნელოვანი ცვლილება” – ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
22:18 01-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, საგანგებო ბრიგინგზე, ამბობს:

“მსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში – შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ.

სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო ნაციონალური მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში, რათა ერთად გავაძლიეროთ ენმ
მებრძოლი გუნდი.

მიმაჩნია, რომ ტრადიცია და ნოვატორობა; გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთგულებას განვლილი გზის და გამოცდილების მიმართ და ამავე დროს არასოდეს დავუხურავთ გზას ახალ იდეებს და ახალ ადამიანებს.

– [ ] დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას.

გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა; უძლურია ფული და დაშინება…

გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის.

გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას
მოამზადებს ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის.”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved