ბათუმის საკრებულოში თავმჯომარეს ისევ ვერ ირჩევენ – “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, სხდომა ჩაიშალა. მიზეზი მმართველი პარტიის ბოიკოტია. საკრებულოს სხდომაზე დღეს ქართული ოცნების წევრები არ გამოცხადდნენ, შესაბამისად, კვორუმი არ შედგა. (ქვორუმისთვის სხდომას 18 წევრი მაინც უნდა ესწრებოდეს).
ბათუმის საკრებულოში ამ ეტაპზე უმრავლესობა არც ქართულ ოცნებას აქვს და არც ოპოზიციას. მას შემდეგ რაც ნაციონლაური მოძრაობის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, საკრებულოში ხმები 17/17 ზეა.
კომენტარები