• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მმართველი პარტია ძირს უთხრის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მცდელობას – Foreign Policy

ალია ავტორი - ალია
15:52 08-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

გამოცემა Foreign Policy-მა (FP) სტატია მოამზადა საქართველოს საგარეო კურსზე, რომელიც, გამოცემის აზრით, რომ პრო-დასავლურიდან პრო-რუსულად გარდაიქმნა. სტატიის ავტორის, ავტორის, უილ კატკარტის შეფასებით, მართველი გუნდის წევრების პრო-რუსული რიტორიკისა და მიკერძოებული სასამართლოს გამო ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ქრება.

სტატიის ავტორის მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა უკანასკნელი ნიშანია, რომ ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა, რაც ძირს უთხრის მის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.

სტატიაში ასევე ნახსენებია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა. ატლანტიკური საბჭოს კავკასიის მკვლევარმა, ეთო ბიზუიაშვილმა Foreign Policy-სთან თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ინსტიტუტებთან არ დაახლოებულიყო.

“როგორც ჩანს, დემოკრატიისგან განდგომა, წარუმატებელი სასამართლო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, თავისუფალ მედიაზე, აქტივისტებსა და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა მიზანმიმართულად ხდებოდა, რათა საქართველო არ გამხდარიყო დასავლური ინსტიტუტების ნაწილი და ეს არის ის, რისი ხილვაც სურს რუსეთს საქართველოში”. – ამბობს ბუზიაშვილი.

სტატიის მიხედვით, ქართული ოცნების მიერ ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუარესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მართლმსაჯულების სისტემაში. ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 2019-2021 წლებში ქართულმა ოცნებამ 20 უვადო მოსამართლე არაპატიოსანი, არაობიექტური და არადამაჯერებელი მეთოდებით დაამტკიცა.

სტატიაში ასევე საუბარია პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და მაგალითად მოყვანილია მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელსაც სასამართლომ მაისში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შედეგად, ევროპარლამენტმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდა, რეზოლუცია შეიმუშავა, რომლითაც ევროკავშირს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვდა და მისი როლი ქართულ პოლიტიკაში შეაფასა, როგორც დესტრუქციული.

საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს წერილი გაუგზავნა, სადაც უარყოფდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველია. ასევე, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს თავდასხმა და აგრესიული რიტორიკა, როგორც დასავლური ინსტიტუტების, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მიმართ. სტატიის მიხედვით, მმართველმა გუნდმა არაფერი გააკეთა, რათა ელჩების მიმართ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები გაექარწყლებინა.

საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ შეუძლია ისეთი დროის გახსენება, როდესაც მეგობრულმა ხელისუფლებამ და პარტნიორმა ვერ შეძლო აშშ-ს ელჩის დაცვა ყალბი ბრალდებებისგან. მისი თქმით, გონიერი ხალხი მიხვდება, რომ საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს.

 

წყარო – ტაბულა

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved