საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა–კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
მიზეზი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ107 (მლეთა–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე, საგზაო მოძრაობა თავისუფალია,” – წერია განცხადებაში.














კომენტარები