• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელი და ხალხის გამტყავებელი მჩაგვრელისა სჯერათ, მშრომელი ადამიანისა კი – არა” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
16:13 06-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
389

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“პრიგოჟინის მსვლელობამ მოსკოვისკენ ჭიათურელ მაღაროელთა პროტესტის დასასრული დაჩრდილა. საზოგადოება ისედაც არ ავლენდა ცხოველ ინტერესს მშრომელთა ბედის მიმართ, მაგრამ რუსეთის შუაგულში დატრიალებულმა ამბებმა საერთოდ მეასეხარისხოვნად აქცია სოციალური სამართლიანობის ბრძოლის საკითხი.
სამწუხაროდ, მაღაროელებმა საწადელს ვერ მიაღწიეს და იძულებულნი გახდნენ, რომ ელემენტარულით დაკმაყოფილებულიყვნენ. შიმშილის, ორ ქალაქში ყოფნის, მასობრივი სახალხო მხარდაჭერის არარსებობისა და ზოგიერთი სტაჟიანი „შტრაიკბრეხერის“ მავნებლობის პირობებში მეტის მიღწევა შეუძლებელი გახლდათ, როგორც იტყვიან – თავს ზევით ძალა არ იყო!
მიუხედავად მოკრძალებული შედეგებისა, გაფიცულებმა დიდი საქმე გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ ამხილეს და სრული სისავსით წარმოაჩინეს ქართული ელფერის, ველური კაპიტალიზმის საზარელი სახე.
ჭიათურელ მაღაროელთა დამსახურებით, პროცესების ნებისმიერი, ოდნავ დაინტერესებული დამკვირვებელიც კი შეძლებდა შემდეგი ტრაგედიების აღმოჩენას:
1. ჩვენ არ ვიცით ვის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსები. ვერავინ გეტყვით კონკრეტულად რომელი ბიზნესმენის, ბიზნესმენთა რომელი ჯგუფის, რომელი ცნობილი კორპორაციის საკუთრებაა „ჯორჯიან მანგანეზი“… ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით კონკრეტულად ვინ დგას საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული, კრიტიკული მნიშვნელობის საწარმოს უკან.
გარდა ამისა, ჭიათურელები შეეცადნენ, რომ მთელი ქვეყნისათვის ეთქვათ – მხოლოდ ერთ კომპანიას არ გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი ზემო იმერეთის ამ მშვენიერი ქალაქისთვის. „ჯორჯიან მანგანეზი“ გარდა რაიონში საქმიანობენ მთავარი საწარმოს საშუამავლო, ქვეკონტრაქტორი კომპანიები, რომელთა წიაღშიც განგსტერულ ერთობებს აქვთ ღუზა ჩაშვებული. ისინი ცალკე უშრობენ სისხლს ჭიათურას.
რაც მთავარია, რამდენიმე წელია გარემოსთვის მიყენებული მრავალ ასეულ მილიონიანი ზარალის გამო საწარმოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული მენეჯერი მართავს.
მაშასადამე, ჭიათურელ მაღაროელებს ერთდროულად უწევდათ გამკლავდება აბსოლუტურად გაუმჭვირვალე, საეჭვო და პოსტსაბჭოთა წარმოშობის ტრანსნაციონალურ კაპიტალთან, მათ ადგილობრივ, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პარტინიორებთან – ყოფილ ბანდიტებთან და ამ ბინძურ კოალიციასთან შეკრულ სახელმწიფო მენეჯმენტთან.
სასწაულია, ცოცხლები რომ გადარჩნენ.
2. ჩვენს ქვეყანაში მოქმედი მსხივილი კორპორაციები ყველაფერზე არიან წამსვლელები.
მაგალითად, ზოგიერთი მაღაროელის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს. რა უნდა მოხდეს, რომ მე ჩემი რომელიმე თანამშრომლის სახელფასო მონაცემები სოციალურ ქსელში გამოვდო?! არც ადამიანის და არც ღმერთის მიერ დადგენილი კანონებით ეს ნორმალური არ არის.
თან გაასაჯაროეს იმ მაღაროელების ხელფასი, რომლებიც ლამის თვეობით სახლში არ დაბრუნებულან, დღეს და ღამეს ასწორებდნენ შრომაში, ჯანმრთელობა შესწირეს საწარმოში საქმიანობას და ერთი-ორჯერ სიმწრით გამოუვიდათ ევროპელი რიგითი მეშახტის ჯამაგირის მეოთხედი.
ორი სამიათასლარიანი ხელფასი გამოდეს პროპაგანდისტულ გვერდებზე და ასობით ადამიანი 700-დან 1500 ლარამდე ანაზღაურებას რომ იღებს სიცოცხლისთვის საშიში შრომისთვის, ეგ არ თქვეს… მატყუარები, ყველაფრის მკადრებლები, ადამიანების დადებილებისა და მათი განწყობებით მანიპულაციების ოსტატები, რომლებიც კონტექსტს სულ ამახინჯებენ!
(ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილიც იმსახურებს კრიტიკას. ზოგიერთი ხომ დუჟმორეული წერდა ქსელში, რა უნდათ, 3000 ლააარი ხომ აქვთ ხელფასიო. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მკვლელი და ხალხის გამტყავებელი მჩაგვრელისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზიების სჯერათ, მშრომელი ადამიანისა კი არა. აქ ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებს კომპეტენციას უწუნებენ და თინა თოფურიას რეზიუმეს ფეხზე უდგებიან).
3. მხოლოდ ხელფასებთან დაკავშირებით არ შეუყრიათ მაღაროს მესაკუთრეებს თქვენს თვალებში ნაცარი.
მათ მთელ საზოგადოებას დასცინეს, მთელი ქვეყანა მასხრად აიგდეს, როდესაც საწარმოს მმართველობის მაღაროელთათვის გადაცემის „მზაობა“ გამოხატეს.
ჯერ ერთი, მათ ამის უფლება არ აქვთ… ჯერ სხვა ვალდებულებები უნდა შეასრულონ. მეორეც, არავის არ მოუთხოვია მართვის გადაცემა პირდაპირ მაღაროელებზე.
დემოკრატი სოციალისტები მთელ მსოფლიოში ვითხოვთ კრიტიკული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაციას და მართვაში მუშათა დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურების თანამონაწილეობას.
ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, გამოგონებულია, ევროპაში გამოიგონეს. არავის სურს, მეპურემ ოქრო გამოჭედოს ან ბადროს მსტყორცნელმა ჭადრაკის ოლიმპიადაზე იასპარეზოს.
4. კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს პოლიტიკური კლასის არარაობა. ასეთი მდაბიო, უსუსური, არასერიოზული, გაყიდული როგორ უნდა იყო, რომ უმწვავეს ეკონომიკურ კონფლიქტზე, პრობლემაზე პოზიცია არ გქონდეს, ხედვა არ გქონდეს, პარლამენტში სიტყვის თქმა არ მოგინდეს.
ამათ პოლიტიკა ქუჩაში ცემა-ტყეპა, სატელევიზიო პროპაგანდა და კულუარული ინტრიგები ჰქონიათ, ეგ მხოლოდ ბინძური ქაფია!
5. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დელისის მეტროს უკან მდებარე ორგანიზაციას მხოლოდ ცეცხლმაქრის ფუნქციის შესრულება შეუძლია, ისინი უმრავლეს შემთხვევებში სიტუაციას დამსაქმებლისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ აგვარებენ და მეტწილად მხოლოდ ინდივიდუალური იურიდიული დახმარების გაწევის თავი აქვთ. თან ასი წელია ერთ კაცს ემორჩილებიან და ამდენი ხანია მისი შეცვლის რესურსიც კი ვერ გამონახეს საკუთარ თავში. სირცხვილია!
? მთავარი კი ის არის, რომ ჩვენმა მაღაროელებმა თითოეულ თქვენგანს შეახსენეს – ჭიათურის სიმდიდრე ერთეულების ხელშია !!!
ერთეულთა სიხარბეს ეწირება მუშების შრომითი პირობები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ერთეულთა სიხარბე სპობს სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ანგრევს სახლებს, შხამავს ჰაერსა და წყალს, კაფავს ტყეებს…
სახელმწიფო და ხალხი კი დუმს !!!
დიდი მადლობა ჭიათურელ მაღაროელებს ბრძოლისთვის, მათი წყალობით სულ ცოტა ხნით მაინც ვიგრძენი, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც საჯაროდ ცდილობს სერიოზული, მნიშვნელოვანი, ნამდვილი საკითხების შესახებ მსჯელობას და მათი გადაწყვეტისთვის მოქმედებას.”
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved