საქართველოს მესამე პრეზიდენტი პარასკევს ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს. “ემპათიას” ექიმები მასთან შესვლას ამ დრომდე ითხოვენ. ექიმი ოთარ თოიძე, “მთავარ არხთან” ამბობს:
“დრო აღარ არის, პრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ იგი საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას უცხოეთის რომელიმე კლინიკაში. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით ამ პროცესს, იმასაც ვამბობდით, რომ პროცესი ნელ-ნელა მიიყვანს პაციენტს ჯერ ინვალიდიზაციამდე, შემდეგ, შესაძლებელია ლეტალურ გამოსავლამდე, ჩვენ ახლა მივედით ამ წერტილში. მე არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა მისი უკან მობრუნება, იმ ნევროლოგიური ძვრებისა, რაც მას გააჩნია. მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ მოსახლეობისთვის იყო ეს ნათელი სასამართლო პროცესზე.
შემდეგი ნაბიჯი რა ვქნათ, მაინც და მაინც მკვდარი პრეზიდენტი უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ დაიჯერონ, რომ პრეზიდენტი არის სერიოზულად დაავადებული”
კომენტარები