• რეკლამა
  • კონტაქტი
19:58, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკურნალობის თხოვნა ციხიდან და პენიტენციურის სიჩუმე – “საფარი” განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
15:30 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

საფარის განცხადებით, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოცნების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადებით მიმართეს, თუმცა, მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

საფარი მოუწოდებს პენიტენციურს, დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

2025 წლის 12 ნოემბერს და 24 ნოემბერს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს განმეორებით მიმართა “საფარმა” ოფიციალური განცხადებით ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით. განცხადებით მოვითხოვეთ:

▪️ანასტასია ზინოვკინასთვის სრული, კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება, მათ შორის: — აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენი, ნევროლოგიური და სხვა კვლევები); — ლაბორატორიული კვლევები; — შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციები;

▪️ გამოკვლევების ჩატარება შესაბამისი სამოქალაქო კლინიკის პირობებში ან, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, #18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში;

▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციების სრული და უწყვეტი შესრულება და რეალური სამკურნალო პროცესის დაწყება, მათ შორის, აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპიის უზრუნველყოფა. დღემდე სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან წერილობითი პასუხი არ მიგვიღია და არც დაყენებული მოთხოვნები შესრულებულა, მიუხედავად იმისა რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლები მიეწოდება.

ეს ვითარება ქმნის ჯანმრთელობის გაუარესების რისკს და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: დაუყოვნებლივ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა”- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს.

მისი დაპატიმრების შემდეგ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ხერხემლის პრობლემები აქვს. რთულ მდგომარეობასთან ერთად, ის არაადამიანურ და ცინიკურ მოპყრობაზეც ლაპარაკობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved