• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკურნალობა და დიაგნოსტირება გასტროსკოპიით – რა სიმპტომების დროსაა საჭირო მისი ჩატარება?

ალია ავტორი - ალია
15:27 05-29-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

ყველას გსმენიათ, ალბათ, მითები გასტროსკოპიაზე, დიახ, იმაზე – „ნათურის გადაყლაპვას“ რომ ეძახიან. მე პირადად, ორჯერ მაქვს ეს პროცედურა ჩატარებული, ორჯერვე ე.წ. ნარკოზის გარეშე, ადგილობრივი ანესთეზიით. გაგიკვირდებათ და გასტროსკოპიით, მხოლოდ დაავადებების დიაგნოსტირება არ ხდება, მას ვიყენებთ სამკურნალო მიზნითაც. სწორედ ამ თემებზე, ალიას ესაუბრება „ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი – ექიმი, საქართველოს ენდოსკოპიური ასოციაციის წევრი, 12 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ზანდა კუტივაძე.

–რა არის გასტროსკოპია, როგორ ტარდება ეს პროცედურა, უსაფრთხოა, თუ არა?

-გასტროსკოპია არის საყლაპავი მილის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დიაგნოსტირების – ოქროს სტანდარტად აღიარებული ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი. ამ მანიპულაციით ძალიან ბევრი დაავადების დადგენაა შესაძლებელი, ჩამოვთვლიდი, მაგრამ იმდენად ბევრია, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ან სამედიცინო ტერმინებით დავტვირთო მკითხველი, 3 ორგანოს კვლევა ხდება ერთი მანიპულაციით და წესით, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რამდენი დაავადების დადგენა, ან გამორიცხვაა შესაძლებელი. კვლევა უსაფრთხოა ნამდვილად, მხოლოდ მცირედი დისკომფორტის შეგრძნებაა, ისიც მცირე ხნით, და როგორც წესი, გამოიხატება მუცლის მცირედი შებერილობით, ყელში დაბუჟების შეგრძნებით და ბოყინით. ტარდება ორი გზით –
ადგილობრივი ანესთეზიით, ყელში ლიდოკაინის სპრეის შესხურებით, თუ, რა თქმა
უნდა, არ არის ალერგიული აღნიშნულ მედიკამენტზე ან ვენური სედაციით.

–შესაძლებელია თუ არა გასტროსკოპიას რაიმე ტიპის გართულება ახლდეს?

–არა, მე არ მქონია არასოდეს მსგავსი შემთხვევა, თეორიულად შესაძლებელია დისფაგია-ყლაპვის გაძნელება, ასპირაცია, პერფორაცია.

–როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?

–პაციენტი უნდა იყოს მშიერი, კვლევა ტარდება უზმოზე. კვლევამდე 4–5 საათით ადრე დასაშვებია სითხის მიღება, ბოლო კვება კი სასურველია 14–16 საათით ადრე.

–როგორ ხდებოდა ადრე იმ დაავადების კვლევა, რაც დღეს გასტროსკოპიით დგინდება და რა უპირატესობა აქვს მასთან შედარებით ამ კვლევას?

–კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბარიუმის ფაფით რენტგენოგრაფია კეთდებოდა, პრინციპი ასეთი იყო, ბარიუმის ფაფა ტოვებს ნიშას რენტგენოგრამაზე რაც აჩენს ეჭვს წყლულის არსებობაზე. გასტროსკოპიით კი ვაფასებთ ლორწოვან გარსს, სისხლძარღვოვან ქსელს, კედლების რიგიდულობას, სტრუქტურას, პერისტალტიკას და გარდა დიაგნოსტირებისა პროცედურის დროს შესაძლებლობა გვაქვს ვაწარმოოთ ბიოფსია როგორც ჯანმრთელი ქსოვილის, hp – ჰელიკობაქტერპილორის სადიაგნოსტიკოდ, ასევე გამოვიკვლიოთ დაზიანებული პათოლოგიური სახე შეცვლილი ქსოვილი უჯრედულ დონეზე.

გასტროსკოპია, გარდა დიაგნოსტირებისა და მასალის აღებისა, ასევე გამოიყენება სამკურნალო მიზნითაც. მაგალითად, საყლაპავიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან ვახდენთ პოლიპების ენდოსკოპიური გზით მოკვეთას, სისხლდენის შეჩერებას, დაზიანებული უბნის კლიპირებას, ბალონურ დილატაციას, ბუჯირებას, სტენტირებას , საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირებას, ზემოთ ჩამოთვლილი ჩარევების მცირე ნაწილი ადრე კეთდებოდა ღია ქირურგიული გზით.

გარდა ამისა, შემცირდა აპარატის დიამეტრიც, გაუმჯობესდა ოპტიკური გამოსახულება, აქვს ბევრი ახალი რეჟიმი დამატებული, რაც ჰიპერდიაგნოსტიკის შესაძლებლობას გვაძლევს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სწორედ ასეთი, ინოვაციური, თანამედროვე, ბოლო მოდელის აპარატით ტარდება კვლევა.

–რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს ადამიანმა გასტროსკოპია?

–თუ პაციენტს აწუხებს გულძმარვა, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, განსაკუთრებით ღამის საათებში, ძილის პერიოდში, სისხლიანი ღებინება – ეს უკვე გადაუდებელი დახმარების სიგნალია და ამ შემთხვევაში, დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს კლინიკას. ასევე, საყურადღებო სიმპტომია წონის მკვეთრი კლება მოკლე დროის განმავლობაში, ან მადის დაკარგვა. ასევე მელენა, შავი, კუპრისფერი განავალი, როგორც წესი, ის კუჭ–ნაწლავის ზედა სართულის პრობლემებზე და სისხლდენაზე მიგვანიშნებს და ამ შემთხვევაშიც, სასწრაფოდ უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს. ერთ–ერთი მიზეზი არის რკინადეფიციტური ანემია. ასეთ დროს, გარდა კვლევისა, ვიღებთ მასალასაც საკვლევად და საბოლოოდ, სწორედ ეს კვლევები, ძალიან ეხმარება მკურნალ ექიმს, კერძოდ ჰემატოლოგს მკურნალობის სწორად წარსამართად.

–რა ასაკიდანაა კვლევა რეკომენდებული?

–ასაკი შეზღუდული არ არის თუ არის სამედიცინო ჩვენება.

–შესაძლებელია, თუ არა, პრევენციისთვის კვლევების ჩატარება, ანუ, როცა სიმპტომები არ გაქვს და თუ კი, დროის რა შუალედითაა რეკომენდებული?

–პრევენციული კვლევა, სკრინინგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გენეტიკურად, დედას, მამას, ბებიას ან ბაბუას ჰქონდა წყლულოვანი ან სიმსივნური პათოლოგიები. პრევენციული კვლევები რეკომენდებული გახლავთ 40 წლიდან. სამწუხაროდ, დღევანდელი კვების რაციონის და რეჟიმის გათვალისწინებით, უფრო ადრეული ასაკიდანაც სასურველია სკრინინგის დაწყება, გართულებების თავიდან ასაცილებლად. თუ პაციენტს უკვე აქვს წყლულოვანი პათოლოგია, დიაგნოსტირებიდან 2 წლის განმავლობაში, ვალდებულებაა გასტროსკოპია სეზონურად ჩატარდეს – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რომელიც შესაძლოა კლინიკურ გამოვლინებასთან კავშირში არ იყოს. კვლევა მნიშვნელოვანია, რათა ვნახოთ გამწვავების სეზონზე ხომ არ იჩინა თავი პათოლოგიამ.

ხოლო, თუ პაციენტს არ აღენიშნება სიმპტომები, არ აქვს წყლულოვანი პათოლოგია – პრევენციისთვის, დაახლოებით 4–5 წელიწადში ერთხელ არის რეკომენდებული გადამოწმება.

–და ბოლოს ცოტა საკუთარ თავზე რომ გვიამბოთ, რატომ გადაწყვიტეთ ექიმი გამოსულიყავით, რამ გიბიძგათ, კონკრეტულად ამ სპეციალობისკენ?

–ექიმობა ბავშვობიდან მსურდა, ჯერ წნევის გაზომვით დავიწყე ბებოზე, მერე ნემსსაც ვუკეთებდი. თეთრი ხალათის სიყვარული პატარაობიდან დამეწყო, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა უდიდეს გმირობად მიმაჩნდა და დღემდე არ გამნელებია.
შინაგანი მოწოდება იყო ჩემთვის ექიმობა, სხვა სფეროში ჩემი თავი ვერც კი წარმომიდგენია, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და მოტივაციას მმატებს თითოეული გადარჩენილი პაციენტის სიტყვები – თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ. ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები თუ ჩვენ გავერთიანდებით პათოლოგიას აუცილებლად დავამარცხებთ.

–ვიცი, რომ 4 შვილის დედა ხართ, როგორ უთავსებთ ასეთ შრომატევად პროფესიას და ოჯახის საქმეებს ერთმანეთს?

–პრაქტიკულად, ისე გამოდის, რომ სტუმარი ვარ ოჯახში. ჩემი პროფესია დიდ ენერგიას და შრომას მოითხოვს, ჩემი ტელეფონი არასოდესაა გათიშულ მდგომარეობაში, რადგან არ ვიცი ღამით ვის დასჭირდება ჩემი დახმარება, და ვისი სიცოცხლის გადასარჩენად გამომიძახებენ. ჩემი მამოძრავებელი ძალა და სტიმული ოთხი შვილი და ჩემი მეუღლე გახლავთ, რომელიც ასევე ექიმი – ქირურგი-ენდოსკოპისტია.

რაც შეეხება სპეციალობას, ჩემი სპეციალობის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ მასწავლებელს ბნ. ოლეგ ქოიავას, ვინც შემასწავლა და შემაყვარა ჩემი პროფესია, თორემ დღეს შეიძლებოდა რეანიმატოლოგი ვყოფილიყავი, რომელიც ასევე ძალიან საჭირო სპეციალობაა და ჩემი პატივისცემა კოლეგებს.

ექიმი ექიმად, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ისეთ სპეციალობას გავყვებოდი, სადაც საშუალება მექნებოდა, ინფუზიური ჩარევები განმეხორციელებინა, ორგანოებთან უშუალო შეხება მქონოდა. არასოდეს მინანია, რომ ექიმი გავხდი, პირიქით, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved