• რეკლამა
  • კონტაქტი
06:47, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მხოლოდ ზალუჟნის დადანაშაულება  ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობაში არ არის მართებული” – შავაძე

ალია ავტორი - ალია
01:55 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,111

საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:

?ვ.ზალუჟნი გადააყენეს დაკავებული თანამდებოდან (უკრაინის შეარაღებული ძალების მთავარსარდალი), სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს ასევე გენშტაბის ხელძღვანელი გენერალი ს.შაპტალაც…
ზალუჟნის ადგილზე დანიშნეს გენერალი ო.სირსკი ხარკოვის გარღვევის ერთ-ერთი ინიციატორი და უკრაინის არმიის რიგებში ყველაზე გამოცდილი სამხედრო მაღალჩინოსანი შეტევეთი ოპერაციების განხორციელებისას.

ომის მსვლელობისას უმაღლესი ჩინის სამხედრო პირების გადაყენება მიუთითებს არსებულ რთულ ვითარებაზე, თუმცა მხოლოდ ზალუჟნის დადანაშაულება უკრაინის არმიის ზაფხულის კონტრშეტევის წარუმატებლობაში
(იმის ფონზე როცა მსგავსი მასშტაბის კონტრშეტევას ესაჭიროება საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა, უკრაინის არმიას კი არც საფრონტო და არც საარმიო ავიაციის საკმარისი რაოდენობა არ გააჩნდა) ბუნებრივია არ არის მართებული.
სწორედ კონტრშეტევის გეგმაზე მუშაობის დროს წარმოიქმნა აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის მოკავშირეებასა (ამ შემთხვევაში ამერიკისა და ბრიტანეთის მაღალი რანგის სამხედრო მოხელეები) და ვ.ზალუჟნის შორის:

?1) დასავლური სპეცსამსახურებიდან გასულ წელს ინფორმაციამ გაჟონა უკრაინის მოსალდნელი კონტრშეტევის შესახებ რომლის თანახმად კონტრშეტევა უნდა დაწყებულიყო/იგეგმებოდა აპრილის ბოლოსთვის, რამაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა უკრაინის არმიის ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანები და და რამდენჯერმე მოუწიათ კონტრშეტევის თარიღის გადაწევა, რაც ასავე განპირობებული იყო დასავლელი მოკავშირეების მიერ დროში გაჭიანურებული სამხედრო დახმარებების მიღებაც
(ბოლოს ივლისისათვის გადაწყდა), რამაც მნიშვნელოვანი დრო დააკარგვინა მაშინ უკრაინის არმიას…

?2) კონტრშეტევის განხორციელების სტრატეგიის მუშაობისას დასავლელი პარტნიორები ურჩევდნენ ზალუჟნის მოეხდინა კონცენტრირება სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე დიდი სატანკო დამრტყმელი მუშტის სახით და ეცადათ რუსული პოზიციების გარღვევა ზაპოროჟიის ამ დონეცკის ფრონტზე, გამომდინარე იქედან რომ კონტრშეტევის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია და ამასთანავე უკრაინის არმია არ გააჩნდა საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერა და რუსებმაც შესაბამისად მოახერხეს თავდაცვის ზღუდეების მთელი სისტემის გაკეთება, უკრაინის არმიის ერთ მიმართულებაზე დიდი რაოდენობით კონცენტრირება კოლოსალურ დანაკარგებს გამოიწვევდა, სწორედ ამიტომ ზალუჟნიმ აირჩია 3 მიმართულება რათა მოეხდიან რუსული საცეცხლე ძალების დაქსაქვა და მცირე ზომის ტაქტიკური ჯგუფებით შეტევების განხორციელება
(ბრძოლით დაზვერვა), რამაც გარკვეულწილად შედეგი გამოიღო დონეცკის ფრონტის ბახმუტის მიმართულებაზე(კლიშეევკა და ანდრეევკა გაანთავისუფლა უკრაინის არმიამ) და მიუხედავად დონეცკისა და ზაპოროჟიის ფრონტზე გარკვეული წინსვლისა ამან სამწუხაროდ ვერ მოახდინა გავლენა ომის მსვლელობაზე აღნინული დროისათვის…

ზალუჟნი უდავოდ არის თავდაცვითი ომის წარმოების ბრწყინვალე სტრატეგი, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს მან უდიდესი როლი შეიტანა უკრაინის დაცვაში, თუმცა შეტევით ომის წარმოებისათვის მას არ გააჩნია სათანადო გამოცდილება და სამწუხაროდ არც მხარდაჭერა არ ჰქონდა მოკავშირეებისაგან.
უკრაინის მოკავშირეების არასათანადო მზაობამ უკრაინის ომში გასამარჯვებლად შეიწირა არა მხოლოდ ზალუჟნის თანამდებობა არამედ ამერიკის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის მარკ მილის კარიერაც…

ზალუჟნის გადაყენება ბუნებრივია უარყოფითად იმოქმედებს აუდიტორიაზე თუმცა ეს არ ცვლის უკრაინის არმიის მთავარ ამოცანას ომში საბოლოო გამარჯვებას…

ცნობისათვის რუსებმა რამდენჯერმე შეცვალეს ომის განმავლობაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურები,
2022 წელს გერასიმოვი სუროვიკინით შეცვალეს, ხოლო 2023 წელს გერასიმოვი ისევ დააბრუნეს აღნიშნულ თანამდებობაზე, რუსებმა ასევე ომის მსვლელობისას დვრონიკოვი დანიშნეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განმახორციელებელი ძალების მეთაურად შემდგომ გაანთავსიფლეს, ეს თანამდებობად მანადე არც კი არსებობდა…

 

თეგები: რუსლან შა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved