“შუაგულ ევროპაში 300 ადამიანი დაწვა “გაწვა” თეატრის წინ და მე რომ ვთქვი ლეიბები დავყაროთ და რუსთაველზე გავწვეთ-თქო აქირქილდნენ უვიცნი” – ასე ეხმაურება „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ვარშავაში გამართულ უკრაინის მხარდმჭერ ფლეშმობილს.
“საოცარი ამბავი!
300 ადამიანი დაწვა ვარშავის დრამატული თეატრის წინ, რუსეთის ტერორისტული, ბარბაროსული თავდასხმის დაბომბვის გასაპროტესტებლად- მარიუპოლში დახოცილი ბავშვების გამო, 300 ადამიანი დაწვა ქუჩაში თეატრის წინ! მე რომ ვთქვი გამოვიდეთ და რუსთაველზე გავწვეთ (ლეიბები დავყაროთ თქო) აქირქილდნენ უვიცნი ამა სოფლისა, ზოგიც -კონფორმისტი, ზოგიც მომხრენი ხელისუფლების და ზოგიც კი უდროოდ ” ამბიციურნი” ,ვითომ ” უძალიანესად მედასავლეთენი”, დავიჯერო ვარშავაში თეატრის წინ დასავლეთის ღირებულებების ჩვენზე ნაკლებად მოსურნენი წვანან?! ჰოდა, დიახ რუსთაველზე დიდი , პროტესტი ზუსტად ისე , როგორც ვთქვი დროული და საჭირო ყოფილა არა?! არც ახლაა გვიან!
გოიმობა -ქაჯობა, ზუსტად ის არის , ქვეყნის დაცვა ოკუპანტისგან და რუსი ოლიგარქებისგან , კორუფციონერებისგან “სვეცკად” რომ გინდათ და ვერ ხვდებით რომ ” შარფების”, “ბანტების” “დაჭუჭყიანების” გარეშე და მხოლოდ გარეთ “პიპინით” ვერ და არ ხდება! რა ვიცი, თვეების წინ ვთქვი რუსთაველზე გავწვეთ რაც შეიძლება ბევრნი თქო!
ჰოდა …..
ბრავო ვარშავა! შუაგულ ევროპაში 300 ადამიანი დაწვა “გაწვა” თეატრის წინ! ბრავო!
თქვენ კი ზოგიერთმა ” ბანტიანმა” – ” თვალებ აპყრობილებმა “ჭკვიანური” გამომეტყველებით “ისაუბრეთ დასავლურ ღირებულებებზე – აბა გოიმობა სხვა კი არაფერია : “უძალიანესად” სნობი რომ ხარ და გგონია რომ მალავ შენს ქაჯობას, სამშობლოს სიყვარული რომ ცოტა “გაპათეთიკურება “, ზუსტად მაგ დროს ჩანს დიდი “ქაჯობა”! ბრავო ვარშავა!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისათვის, ვარშავაში 4000-მა უკრაინელმა და პოლონელმა, რუსეთის აგრესიისა და სისასტიკის შედეგი აჩვენეს მსოფლიოს! – წერს თაკო ჩარკვიანი.
მათ კულტურის სახლის წინ 4000 უდანაშაულო გარდაცვლილი ადამიანი განასახიერეს!
კომენტარები