• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივალ 16 და 20 ივნისის აქციებზე“ – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:28 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

 

– 20 ივნისს კონტრ-აქციის ჩატარება რამდენად გონივრულია? თან, ეს კონტრ-აქცია მას შემდეგ დააანონსა „ანტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრობის“  ხელმძღვანელმა, კოკა მორგოშიამ, როდესაც წინა დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ ძალადობა და უკანონო ქმედებები იქნება, ყველა კანონიერ უფლებას გამოვიყენებთ მის  აღსაკვეთადო, ერთგგვარად დაიმუქრა. ასევე, ხელისუფლების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 20 ივნისს ოპოზიცია ხელისუფლების გადატრიალება-დამხობას  აპირებს.

– თუ გადატრიალება-გადმოტრიალებზეა ლაპარაკი, მით უმეტეს, კონტრაქცია არ უნდა დანიშნო. აქციები და კონტ-აქციები 90-იანი წლების დასაწყისში   იყო და ამან კარგი არაფერი მოუტანა  ქვეყანას, ხალხი დააპირისპირა ერთმანეთთან. მერე, არ დაგავიწყდეთ  ხელისუფლების ზოგიერთი მხარდამჭერის განცხადება, სამოქალაქო ომით რომ იმუქრებიან  და ხელისუფლებამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. თუ სერიოზული დაპირისპირება მოხდა ამ ორი აქციის მონაწილეთა შორის, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვიღაცას თუ ჰგონია, ამ გადატრიალებებით და გადმოტრიალებებით, სამოქალაქო დაპირისპირებებით რაღაცას მიაღწევენ, ძალიან ცდებიან. გადახედონ საქართველოს უახლეს ისტორიას. ვინც ამგვარ უბედურებებში მონაწილეობდა, ხალხმა  და ისტორიამ გარიყა და სათანადო ადგილი მიუჩინა. ძალადობრივი ქმედებები ხალხში გაღიზიანებას იწვევს და ამას არასდროს ივიწყებს.

– ანუ ეს ხალხის დაპირისპირების პროვოცირებაა?

– რა თქმა უნდა.  როგორ შეიძლება კონტრ-აქციები და ამით ხალხის დაპირისპირების პროვოცირება?  ჯგუფი ჯგუფზე ჩხუბია თუ რა არის?! ბარემ მოუწოდონ აქციების ორგანიზატორებმა თავიანთ  მომხრეებს და ომი გამოუცხადონ ერთმანეთს დაპირისპირებულმა მხარეებმა. მეტს არც  არაფერს ნიშნავს ამ  კონტრ-აქციების დაანონსება და სამოქალაქო ომის დაპირება. ეს ადამიანები არაადექვატურად აფასებენ ქვეყნისა და საკუთარ მდგომარეობას. მათ რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვერ ხვდებიან. ასე არ არის, ადგე და ვიღაცასთან ჯგუფურად საქმე გაარჩიო. ხელისუფლებაში ყოფნა უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ხელისუფლებისთვის ესა თუ ის ლიდერი, მისთვის მიუღებელი, მაგრამ  კონსტიტუციური ქმედებები, ამის გამო, სისხლის დაღვრა არ შეიძლება. ამას არ გაპატიებს ხალხი და ისტორია.

-თქვენ რომელ აქციაზე აპირებთ წასვლას,  16 თუ 20 ივნისის?

– მე წავალ იმ აქციაზე, რომელზეც მართლა იქნება ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ  ერს გამარჯვებაში გამოადგება. სიმართლე გითხრათ, ამ აქციების შეჯიბრებებში მონაწილეობის   მიღებას ნამდვილად  არ ვაპირებ. შეიძლება გარედან ვუყურო ამ აქციებს, მაგრამ თუ ხელისუფლება ძალადობას  დაიწყებს აქციის მონაწილებზე, მივალ და იმ ხალხს  დავეხმარები თავის დაცვაში. თუ კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება ყველაფერი და ხელისუფლება, მისი მხარდამჭერები არ იძლადებენ ხალხზე, მაშინ არ წავალ არც ერთ აქციაზე. მე დაველოდებოდი 23-24 ივნისს და ევროკავშირის გადაწყვეტილება როგორიც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებდი.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი გაიმართა

16:07 09-15-2026
“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი
ახალი ამბები

“ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს” 2026 წლის გამარჯვებული გამოვლინდა, პროექტის მთავარი მხარდამჭერია ბაზისბანკი

15:38 09-15-2026
თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved