“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ მედიასთან ამბობს:
“ჩვენი ბოიკოტი ამ ბოლო ეტაპზე გამოწვეული იყო ერთადერთი საკითხით – მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა, რომელიც განვითარდა გლდანის ციხეში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ნაბიჯს გადავდგამთ და უარს ვიტყვით ბოიკოტზე, მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესება იქნება [მიზეზი] და სხვა არაფერი. ჩვენ სხვა არაფერი გვესაქმება პარლამენტში”
კომენტარები