• რეკლამა
  • კონტაქტი
04:20, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას – სპორტული ჟურნალისტები

ალია ავტორი - ალია
14:43 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

სპორტული ჟურნალისტები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მხარდაჭერას უცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს. ხელმომწერები გმობენ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას.

“გასული კვირების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანი, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა, თუმცა არსებული, მძიმე რეალობის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საერთო განცხადება გავავრცელოთ.

ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს სპორტული ჟურნალისტები, ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას და მკაცრად ვგმობთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას. ჩვენი აზრით ე.წ. გამჭვირვალეობის კანონის მიმღები ხელისუფლება, რომელიც ბოლო პერიოდში ძალმომრეობის და ადამიანთა უფლებების შელახვის სიმბოლოდ გადაიქცა, არის ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებული.

სპორტი და პოლიტიკა არ იმიჯნება. სამწუხაროდ, რუსული კანონის მიმღებ დეპუტატთა შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სპორტსმენები არიან, რომლებსაც გამომდინარე მათი გამორჩეულად კარგი სპორტული კარიერისა, ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ევროპულ არენებზე ასპარეზობა პროფესიონალური ზრდის აუცილებელი პირობაა. ამისი დასტურია ის უდიდესი ისტორიული წარმატება, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ, მთელი ერი ერთად ზეიმობდა და რომლის გამოც, კანონისთვის ხმის მიმცემ 84 დეპუტატს შორის მყოფი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ღირსების ორდენზეა წარდგენილი.

საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია! ამ გზიდან გადახრის ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ აფერხებს ჩვენი ერის წინსვლას და კეთილდღეობას!

ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და რა თქმა უნდა, ვგმობთ სახელმწიფოს მხრიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობას”.

ხელს აწერენ:

  • სანდრო ცნობილაძე ( Europop / Silk Sport)
  • სალომე საგინაშვილი (90 წუთი)
  • დავით ერაძე (Mtavari Tv)
  • ირაკლი იმედაძე
  • მაგდა კლდიაშვილი (Recorder)
  • ლევან ყუფარაძე
  • საბა საბანაძე
  • სანდრო ბრაგვაძე (Gms Tv / Geo Rugby)
  • ტატო ნიკურაძე (Free rugby)
  • შალვა ქობალია (Marca)
  • ეკა ელოშვილი
  • ნიკა ბაიდაური (საფეხბურთო კლუბი დილა)
  • გუგა როგავა
  • ნიკა მითაიშვილი
  • თინათინ ცეცხლაძე (Marca)
  • ირაკლი ფოფხაძე
  • დიმა შარიქაძე
  • სალომე ბალახაშვილი
  • სალომე ხარატიშვილი (სპორტული გაზეთი ლელო)
  • გიორგი გელაშვილი ( საფეხბურთო კლუბი ორბი / ხაშურის ივერია)
  • ზაქრო გალუსტაშვილი
  • გიორგი ხარშილაძე
  • ნოდო ბროლაშვილი
  • ცოტნე შაორშაძე ( TST სპორტი)
  • თაზო კურტანიძე ( TST სპორტი)

სია განახლებადია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved