აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილზე:
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას, 1 ოქტომბრის დაკავების შემდეგ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო სამუშაოს და დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს სააკაშვილის ჯანმრთელობას და შეამოწმებს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას ციხეში.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ. ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ბ-ნი სააკაშვილის დასწრება ყველა სასამართლო სხდომაზე, მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
ბ-ნ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს, მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას“
კომენტარები