• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართავ მედიას!!! ერთი დღე ვაჟათი დაკავდნენ! ვემზადებით 14 ივლისისთვის და აქაურობას გავანათებთ ვაჟათი!” – ლელა რაზიკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:23 07-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ლელა რაზიკაშვილი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:

14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი სრულდება!

არ ვიკამათოთ დაბადების თარიღებზე, რამდენიმე ვერსიაა, გეთანხმებით, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარულია.

საერთოდ არ ვიკამათოთ, ერთი დღით დავივიწყოთ ის რაც გვყოფს და დავკავდეთ იმით რაც გვაერთიანებს და გვახარებს, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მაინც!

ვაჟა გვაერთიანებს!

ეს ვნახეთ ბევრჯერ, ხოდა გავერთიანდეთ ახლაც, ყველანაირი აზრის, ხასიათის, პროფესიის და ახირების ადამიანი და ვისაც გვეზეიმება, ჩვენ თვითონ აღვნიშნოთ ეს თარიღი!

აღვნიშნოთ მარტივად, სასარგებლოთ და გულიანად!

აღვნიშნოთ დიდმა და პატარამ, საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ყველას შეგვიძლია!

მოვფინოთ აქაურობა ვაჟას სიტყვით, ლექსით, სიმღერით, ნახატით, აზრით, ისე, როგორც ჩვენს გულს უნდა!

თუ მაინცდამაინც, კამათი და ერთმანეთის ჩაქოლვა გვინდა, ესეც ვაჟას სიტყვებით იმაზე ბევრად უკეთ გამოგვივა, ვიდრე ჩვენ მოვიფიქრებდით!

მოკლედ ვაჟა ყველას გაგვწვდება, თან ხალის-ხალისით, ისე, რომ დაზიანების ნაცვლად ერთმანეთს ბევრ რამეს ვასწავლით!

მაშ ასე, ვემზადებით 14 ივლისისთვის და აქაურობას გავანათებთ ვაჟათი!

ეს უკვე მეორე ინტერნეტ ,,ვაჟაობაა”, გასულ წელს ვცადეთ და ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ჩემი გვერდიდან ასე ჩანდა.

მივმართავ მედიას!!!

პატივი სცენ მათ წინაპარ კოლეგას და ერთი დღე ვაჟათი დაკავდნენ!

ვაჟას დღე მედიაში ცოტა გამოანათებს და გაახალისებს იმ ნეგატივს, ობიექტურს თუ სუბიექტურს, რაც დღეს ჩვენს თავზე ტრიალებს!

აბა ვნახოთ როგორ შევძლებთ და თუ შევძელით, ერთი ძალიან შინაარსიანი და ლამაზი დღე გვექნება ყველას!”

თეგები: ვაჟა ფშაველა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved