“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის სააკაშვილს შეხვდა, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს:
“მივმართავ ივანიშვილს, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელია კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშილმა ძალიან ცოტა დრო დარჩა, მისივე შეგრძნებით. მე არ ვარ ექიმი, მე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და რასაც მეუბნება – ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფს. კოლაფსის მერე რაც მოხდება ეს არავინ იცის, ეს არის მერე უკვე ლატარეა 50/50-ზე და ეს ნიშნავს უკვე სიკვდილისთვის გაწირცას, თუ ხელისუფლება და ივანიშვილი ელოდებიან, როდის ექნება კოლაფსი… გადაყვანა უნდა მოხდეს მანამდე – კოლაფსის შემდეგ არავინ იცის, როგორ შემოტრიალდება მდგომარეობა, ფიზიკური გადარჩენა არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა მისი ფსიქიკის და აზროვნების უნარის გადარჩენა. მივმართავ ერთადერთ ადამიანს, ვინც იღებს გადაწყვეტილებას – ბიძინა ივანიშვილს – ძალიან მალე, სიტუაცია შეიძლება იყოს შეუქცევადი და ყველანი მასთან ერთად და პირველ რიგში ივანიშვილი, იქნებიან მკვლელები. რაც შეეხება საპატრიარქოს, მიმართვა უკვე გავაკეთე და ველოდები პასუხს, პასუხი ჯერ არ არის.
ეს კაცი არის სიკვდილმისჯილი და მისი ჯალათების სახელია კრებითი ივანიშვილი. თუ ჰგონია კობახიძეს, ღარიბაშვილს, წულუკიანს, იუსტიციის მინისტრს, მკვლელების იარლიყს ჩამოირეცხავენ, ვერ ჩამოირეცხავენ, ისინი ყოველწუთიერად უახლოვდებიან მკვლელი ჯალათის იარლიყს.”
კომენტარები