• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მივმართავ ბიზნესსექტორს – ადამიანებს ნუ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში“

ალია ავტორი - ალია
22:29 03-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.

„მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, არის ვირუსთან ბრძოლა. ამ ვირუსს ებრძვის მთელი მსოფლიო და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული და პრობლემები არავის ჰქონდეს. მეორე კი არის ის, რომ ეს პროცესები გარკვეულ დარტყმას, ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამორჩეული, რომ ეს არ შეეხოს ჩვენს ეკონომიკას.

უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება მთელი რიგი პაკეტი, თუ რა დახმარებას გავუწევთ ბიზნესსექტორს და რა ნაბიჯები იქნება ჩვენი მხრიდან გადადგმული. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: ხშირად ისმის ადამიანების მხრიდან, მეც ძალიან ბევრი მწერს, რომ ამა და ამ კომპანიამ სახლში გაუშვა ხელფასის გარეშე. ვფიქრობ, დღეს ყველამ უნდა გავიჭირვოთ. მივმართავ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგნენ თავიანთ თანამშრომლებს და გადაუხადონ ხელფასები. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა, რათა თქვენ ამ დარტყმის შემდეგ წამოდგომა ღირსეულად შეძლოთ. დარწმუნებული ვარ, ამას გაითვალისწინებს ბევრი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი და ადამიანებს არ გაუშვებთ ხელფასის გარეშე სახლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved