• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართავ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ – აუცილებლად უნდა მიმართოთ რაიონის გამგეობებს” – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
14:45 08-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბინები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში – 20 ოჯახს, გლდანში – ათ ოჯახს, სამგორში – სამ ოჯახს, დიდუბეში – სამ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ორ ოჯახს, ხოლო ვაკის რაიონში მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება.

„ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-მდე ოჯახი გავახარეთ. დღეს მაქვს შესაძლებლობა, კიდევ 40 ოჯახს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, ათი ოჯახი – გლდანის რაიონში, სამი ოჯახი – სამგორის რაიონში, სამი ოჯახი – დიდუბის რაიონში, ორი ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო ორი ოჯახი – ვაკის რაიონში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და ანალოგიური პრობლემების მქონე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ სთხოვა, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ჩვენ ყველანი ვიზიარებთ მათ სიხარულს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომელთაც ანალოგიური პრობლემა აქვთ – აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც ჩვენი თანამშრომლები მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საბუთების შეგროვებაა საჭირო იმისთვის, რომ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოხდეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved