• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივიღეთ მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება” – CENN “რუსული კანონის” რეესტრში რეგისტრაციაზე

ალია ავტორი - ალია
16:37 09-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN განცხადებას ავრცელებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ და წერს:

CENN ეწინააღმდეგება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობების მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, დემოკრატიის პრინციპების სრული დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.
CENN-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი საჯარო განცხადებებში, რომ აღნიშნული კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და იწვევს სამოქალაქო და მედიასექტორების სტიგმატიზაციას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.
აღნიშნული კანონი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებიდან მოდის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, დაეკისრება ფინანსური ჯარიმები, რის პარალელურადაც, იუსტიციის სამინისტრო მას ავტომატურად დაარეგისტრირებს.
CENN, თავისი ხედვებით, ღირებულებებითა და საქმიანობით, სრულიად ემიჯნება ზემოთ აღნიშნულ კანონსა და მის მოთხოვნებს. თუმცა, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ორგანიზაციას და ზოგადად სექტორს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და საზოგადოებისათვის იმ სიკეთეების მოტანაში, რასაც უკვე 25 წელზე მეტია, კანონის სრული დაცვითა და ქართული საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.
სწორედ ამიტომ, CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში.
ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და გვწამს, რომ გაერთიანებული ძალებით, ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია – ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved