• რეკლამა
  • კონტაქტი
13:06, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ  დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი” გიორგი ამილახვარი

ალია ავტორი - ალია
14:16 04-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
388

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პლენარულ სხდომაზე განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა.

„რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ  დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 ოქტომბრამდე. მოქმედი წესით, ნაცვლდა 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს ვინ დაბადებულია  1 ოქტომბრამდე შესაძლებლობა ეძლევა წელს მივიდნენ სკოლებში.  აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება 2500 პირმა მიმართოს სკოლას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, განათლების კომიტეტი ორ თემატურ მოკვლევაზე იწყებს მუშაობს.

„განათლების და მეცნიერების კომიტეტი ორ მნიშვნელოვან საკითხებზე იწყებს თემატურ მოკვლევას. ერთი სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას ეხება, ხოლო მეორე, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

პირველი მოკვლევის ფარგლებში შევისწავლით სახელმძღვანელოთა გრიფირების  პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ხოლო მეორე მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა საბაკალავრო პროგრამებში ე. წ. მასწავლებლების მომზადების  მაინორ პროგრამების დანერგვის შესახებ.

„აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შეეძლებათ სწავლის განმავლობაში აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თეგები: განათლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved