ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე, რუსული კანონის მიღების შედეგებზე საუბრისას, საბანკო სექტორზეც საუბრობს ტვ პირველთან და ამბობს:
როგორც მინიმუმ, მოხდება ლარის მკვეთრი გაუფასურება, როცა ქვეყანა ხდება სანქცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ შემოვა ქვეყანაში უცხოური ვალუტა და ვიქნებით ორიენტირებულნი ქართულ რეალობაზე. ეს რამოდენიმე, მნიშვნელოვანი პუნქტით გააუფასურებს ქართულ ლარს და მივიღებთ მორიგი ინფლაციის ტალღას. მორიგ ინფლაციის ტალღას მოყვება მინიმუმ 20–25–30 პროცენტიანი ფასების ზრდა და მივდივართ ეკონომიკურ კოლაფსამდე. თუ ქვეყანაში არ შემოვიდა ინვესტიცია, თუ ქვეყანა არის სანქცირებული, არა მხოლოდ შემოსვლაზეა საუბარი, არსებულიც გავა ქვეყანიდან. ქვეყანას დღეს აცოცხლებს ინვესტიცია და ემიგრანტები, თუ ეს ნაკადები შეჩერდა, საქართველო მოხვდა შავ სიაში, მივიღებთ იმ შედეგს, რომ ქვეყანაში გვექნება არაგამოყენებადი ვალუტა – ლარი და მივიღებთ ეკონომიკურ კოლაფს სამწუხაროდ.
კომენტარები