უფლებადამცველი, ბაია პატარაია, ქართული ოცნების ოფისთან აქციას აანონსებს და ამბობს:
ეს არის რუსეთის ბუდე, რომელმაც დაარღვია კონსტიტუცია და ეყოთ თავხედობა განეცხადებიათ, რომ აღარ აპირებენ პროგრესს, აღარ აპირებენ წინსვლას. ყველა აღშფოთებულია, აქამდეც ვეძახდით რუსეთუმეებს და 5 წუთი არ გასულა კობახიძის ბრიფინგიდან და მიულოცა პუტინმა, პაპუაშვილმა საბჭოთა კავშირი ინატრა.
ეს არ არის დაანონსებული აქცია, ადამიანები ახლა ვერ პოულობენ ადგილს, გამოვლენ, მოვლენ გორგასალის 20–თან და იქ ერთად გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთ, როგორ და რა უნდა დავუპირისპიროთ ასეთ ღია, პრორუსულ, თვითმარქვია მთავრობას.
მე მივდივარ ქოცების ბუდესთანგორგასლის 20
კომენტარები