• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

ალია ავტორი - ალია
22:56 08-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

15 აგვისტოს, მიუსაფარ ცხოველთა დაცვის დღეს, “ლელომ” ქალაქ თბილისის მერიასთან ბრიფინგი გამართა. “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სოფო შამანიდის თქმით, ცხოველთა დაცვის პოლიტიკის არქონის გამო საქართველოში სულ უფრო იზრდება მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა და მძიმდება მათი მდგომარეობა.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ვითარება რეგიონების უდიდეს ნაწილში, სადაც არ არსებობს არც თავშესაფრები, არც კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები. არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. შინაურ ბინადართა კეთილდღეობა და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა პირდაპირ კორელაციაშია ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან,”-აცხადებს შამანიდი.

სოფო შამანიდის თქმით, ქვეყნის არასწორი პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და ამახინჯებს საზოგადოების აღქმას ცხოველთა მიმართ.

“ლელო საქართველოსთვის” არის პირველი პარტია, რომელიც პროგრამაში შეიტანს ხედვას მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იზრუნებს იმაზე, რომ რადიკალურად შემცირდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა საქართველოში – ეს მოხდება არა მიუსაფარ ცხოველთა განადგურების გზით, როგორც ახლა ხდება, არამედ პოპულაციის რეგულირების გზით. ლელოს დევიზია – არც ერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე.

ჩვენ ვაპირებთ:

  1. დაუყოვნებლივ მივიღოთ კანონი “შინაურ და მიუსაფარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”;
  2. გავზარდოთ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პასუხისმგებლობა – ყველა მიუსაფარი ცხოველი მყისიერად აღირიცხება, ჩაუტარდება სპეციალური ვაქცინაცია / სტერილიზაცია / კასტრაცია; გაძლიერდება “მიმკედლებლის ინსტიტუტი”, რომელთანაც სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს. აიკრძალება მიუსაფარ ცხოველთა რელოკაცია.
  3. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა თავშესაფარი, რომელიც უზრუნველყოფს მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაციას / სტერილიზაციას / კასტრაციას და დაავადებულ ცხოველთა მკურნალობას;
  4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა) გატარდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა ცხოველთან მოპყრობის შესახებ;
  5. გამკაცრდება სახელმწიფოს მხრიდან სანქციები ცხოველთა მიმართ ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სახლიდან გაგდებაზე, მოკვდინებაზე, ასევე ცხოველთა დაპირისპირების ფაქტებზე.
  6. გადამზადდებიან ვეტერინარები სხვადასხვა რეგიონიდან, რათა ვეტერინარის მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს ყველგან და არ იყოს საჭირო ცხოველის ტრანსპორტირება დიდ მანძილებზე,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.
თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved