ევროპელი სოციალისტების პარტია (PEC) უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღებას გმობს.
PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთი პირიმ თქვა, რომ ღარიბაშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანების ღირებულებებს. მისივე თქმით, PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც “აუცილებელი ნაბიჯია”.
“პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა რჩება”, – თქვა მან.
კომენტარები