საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. ხოლო მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
“თბილისიდან – 61კმ. ქალაქი წალკა – სამხრეთ-დასავლეთი – 19კმ. სოფელი მამიშლარი – 5კმ. 3 მაგნიტუდა (ML)”,- აღნიშნულია ვებგვერდზე.
მიწისძვრა დღეს, საქართველოს დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა.
კომენტარები