შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, დღეს ეპარქიის მონასტრის ტერიტორიაზე დედაოთა კელიებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
„ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა.
იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.”
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი კელიებში, გამთენიისას გაჩნდა, როცა დედაოები ცისკრის ლოცვას ესწრებოდნენ.განადგურებულია კელიების მეორე სართული მთლიანად და ყველა ნივთი რაც ამ სართულზე იყო.
კომენტარები