• რეკლამა
  • კონტაქტი
09:58, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიტროპოლიტ იოანეს ჩემი დაცვა რა თქმა უნდა არ სჭირდება, მხოლოდ მოკრძალებული გამოხმაურება” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:51 12-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, რომელშიც ექსპრეზიდენტმა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი გააკრიტიკა, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
„ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ჩემი დაცვა რა თქმა უნდა არ სჭირდება, მხოლოდ მოკრძალებული გამოხმაურება – იმ ბულინგსა და უხამსობაზე, რომლის ობიექტიც გახდა იგი მიტროპოლიტ ნიკოლოზის სულიერი შვილისაგან.
მეუფე იოანე ერთ-ერთი ყველაზე მოაზროვნე, პრინციპული, სიმართლის მთქმელი და პროგრესიული სინოდის წევრია საპატრიარქოში. აქედან გამომდინარე – სააკაშვილის თვალში, ის რა თქმა უნდა “მეხუთე კოლონა”, “კირილეს მოწაფე” და “პუტინის სულიერი ძმაა”, ოღონდ როგორც ყოველთვის და ყველაფერში, “ასინეთასეული უკუღმართობით”.
თავის საკვირაო განცხადებით, მეუფე იოანე სწორედ იმ საეკლესიო საიდუმლოებების სულისკვეთების დაცვასა და ხაზგასმას ემსახურებოდა, რომელთა პროფანაციასაც ცდილობენ “შვიდგზის ზეთ/ცხებული მშრალად მემარხულ/მოშიმშილე მაზიარებელი” სააკაშვილი და მისი სულიერი მამა.

ამ “სულიერ წყვილს” ისეთი ტემპი ჰქონდათ აღებული, რომ მსჯავრდებულის მომდევნო მონახულებაზე, მასზე მეშვიდე საეკლესიო საიდუმლოებაღა რჩებოდა შესასრულებელი – მღვდლად კურთხევა, ვიღაცას ეს სახიფათო, არასახუმარო საცირკო წარმოდგენები და ცეცხლთან თამაში უნდა გაეჩერებინა, ქრისტიანული კაცთმოყვარეობითა და პირდაპირობით. ისევ და ისევ მეუფე ნიკოლოზისადმი და მისი სულიერი შვილის მიმართ მართლმადიდებლური სიყვარულით და მათ სულიერ მდგომარეობაზე ზრუნვით. ყოველ შემთხვევაში მეუფე იოანესაგან ეს მცდელობა ამოვიკითხე, რომელსაც სააკაშვილმა სახარებისეული რეაგირებით უპასუხა: “ნუ მისცემთ სიწმიდეს ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხებით არ გათელონ და არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ,” – წერს დავით ქართველიშვილი.

ცნობისათვის, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გორის ჰოსპიტალიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ გზავნილში კრიტიკულად მოიხსენია.
„დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია, შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა,“- წერდა სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა „ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც მეუფე იოანემ ნიკოლოზობისადმი მიძღვნილი წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„მოჩვენებითი შეთანხმება მშვიდობას არ მოიტანს. მე არც პროკურორი ვარ, განაჩენს ვერ გამოვიტან… მოვისმინე სასამართლო, რასაკვირველია, თქვენც მოისმინეთ. მას დაუსვეს კითხვა7 ნოემბრის შესახებ, 2 საათი 40 დღის ნაშიმშილები ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ვერ გააჩერეს და რას ლაპარაკობდა? 7 ნოემბერზე კი არა, რომ თურმე უკრაინა ააყვავა, საქართველო ააყვავა, საოცარი ადამიანია, მთელი მსოფლიო პატივს სცემს. პროკურორმა ჰკითხა, კი მაგრამ, ჩვენს კითხვებზე პასუხი? დავიღალეო. 2 საათიანი ლაპარაკით კაცი დაიღლება აბა რა, ნორმალური ადამიანი დაიღლება და წავიდა,“ – განაცხადა მეუფე იოანემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved