მიტრიპოლიტი იოანე: ყველა პარტიამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს.
“საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ამ მშვიდობას ყველამ უნდა პატივი სცეს. არცერთ პარტიას არ გამოვყოფ, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში.
კიდევ ბევრი საფრთხეა ჩვენს გარშემო, ამიტომ ერთმანეთთან ომი არაფერს მოგვცემს”,- განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
კომენტარები