• რეკლამა
  • კონტაქტი
11:40, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მითვლიდნენ, რომ თავს მოაჭრიდნენ ჩემ გოგონას და სადარბაზოში დამახვედრებდნენ – რას წერს 131-ე სკოლის დირექტორი?

ალია ავტორი - ალია
16:41 01-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
197

ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლის დირექტორი, ხათუნა-ადელინა ენუქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ზოგიერთი მეტყვის და იტყვის პოლიტიკას თავი დაანებებეო…სათქმელად ადვილია და იმათთვისაც, ვისაც ის რეჟიმი არ შეხებია ( ნაციონალები იგულისხმება )

თანაგრძნობამ და გამწარებული დედის ტკივილმა გამოიწვია ჩემში პროტესტი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის უსამართლობის მსხვერპლი გახდა: სანდრო გირგვლიანი, დუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, გიორგი ვაზაგაშვილი და სხვა.

აი, აქედან დაიწყო ჩემი პროტესტი-ოპოზიციური განწყობა, არსებული ხელისუფლების მიმართ.

დავდიოდი ყველგან, ყველა შვილმკვდარ დედას თანავუგრძნობდი, ნუგეშს ვაძლევდი, ამ მოტივით დავდექი, ირინა ენუქიძის გვერდით. სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ შემძრა, ჩემი შვილის სიკვდილი გარდაუვალი იყო – ვერავინ დაუდგებოდა წინ განწირული ვიყავით, აქ კი…ნუთუ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ასეთი ადვილია?! რატომ, რისთვის?! დედას საღ-სალამათი შვილი წაართვა, რის გამო?! თუმცა რის გამოც არ უნდა ყოფილიყო…”წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა”.

ჩემი შვილის სიკვდილი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა იყო და ექიმების დიაგნოზი-სარკომა! ორი წელი ვიწვალეთ მე და ჩემმა ოჯახმა, სად არ ვიარეთ, რა ღონეს არ მივმართეთ….ვიძიეთ, ვიკვლიეთ, მაგრამ ჩემი სიცოცხლის სანაცვლოდაც კი ვერ მოვიძიეთ უკვდავების წამალი…იმედს არ ვკარგავდი, ცალი ფეხით დამყავდა თორნიკე სკოლაში, მინდოდა თავი სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო…ფეხმოჭრილმა ჩემმა ბიჭმა სულ ასკინკილა იარა გოლგოთის გზა….მაგრამ ვერ ვუშველეთ.

გაჩერდა დრო…ცხოვრება, აზრი დაკარგა ყველაფერმა, სიცოცხლე დავგმე, არ მინდოდა ამქვეყნად ყოფნა. ჩემმა პატარა გოგონამ (7 წლის ბავშვმა მაინც ვერ გაიაზრა, რა მოხდა) არ დამანება: დედა მოითხოვა, საჭმელი, სასმელი, ალერსი-ყველაფერი საკუთარი წილი! ვერ გავექვეცი სინამდვილეს, სასოწარკვეთილ მეუღლეს, მცირეწლოვან ქალიშვილს და თორნიკეს ხსოვნას!

ახლა სამსახურზე გადავერთე, ბავშვებზე, რომელთა თვალებშიც ჩემ ბიჭუნას ვუყურებდი, იქ მინდოდა ყოფნა, სადაც ჩემი თორნიკე დადიოდა, იმ კედლებში, სადაც ის სუნთქავდა, ცელქობდა, ხუმრობდა, იცინოდა…სწავლობდა..იმ სკოლაში, სადაც მისი ფრიადოსნობის სურათი ეკიდა, არ ვიცი, იქნებ იქ მეგულებოდა ჯერ კიდევ თანატოლებს შორის, იქნებ ჩემ თავს არ ვუტყდებოდი, რომ ჩემი ნუკრისთვალება ბიჭი ჩემი სოფლის მიწას მივაბარე.

ჯერ სკოლაში ჩემს ირგვლივ არსებულ უსამართლობაზე ავიმაღლე ხმა, სადაც დირექტივებს იძლეოდა რაიონული ნაციონალური პარტიის შტაბი და საერთოდ, საყოველთაოდ ცნობილი ყველა დანიშნული თუ ავადსახსენებელი ლოტოტრონით არჩეული დირექტორი, იყო ნაციონალური პარტიის იდეების და სურვილების გამტარებელი. დანარჩენი პედაგოგები კი იყვნენ უმცირესობაში, სამსახურის დაკარგვის შიშით და ტერორით შევიწროებულნი. 2006-2007 წლებში ,,აპრილის აქციების’’ დროს ვერ მოვითმინე ამდენი უსამართლობა და ერთ-ერთ აქციაზე სიტყვით გამოვედი და პედაგოგებს მოვუწოდე 20 ლარად არ გაეყიდათ საკუთარი სამშობლო და ბავშვების მომავალი, ხოლო 2007 წლის საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნების დროს სკოლაში მოვიწვიე ,,გაერთიანებული ოპოზიციის’’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და მას, წნეხის მიუხედავად დავახვედრე 30-მდე პედაგოგი, რომლებიც შემდეგ მონაწილეობდნენ კომისიის წევრებად არჩევნების დროს, ასევე მეც გახლდით კომისიის წევრი ოპოზიციურ პარტიიდან ერთერთ უბანზე, ჩემსავე სკოლაში, სადაც კომისიის თავმჯდომარე იყო ამავე სკოლის ლოტოტრონით არჩეული დირექტორი.

ჩვენ შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ორივე უბანზე არჩევნები დამთავრდა ,,გაეთიანებული ოპოზიციციის’’ კანდიდატის გამარჯვებით. ამის შემდეგ სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც დაკომპლექტებული იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ აქტივისტებით, ჩემ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, მისაფრდებოდნენ და ეძებდნენ რაიმე სახის ,,დანაშაულს’’, რომ შემდეგ გამოეყენებინათ.

2008 წლის 1 სექტემბერს, 37-ე მუხლით დირექტორმა მიიღო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება, მან არ გაითვალისწინა მშობელებისა და პედაგოგების თხოვნა, ამ ყველაფერს ხსნიდა იმით, რომ მან ,,ზემოდან’’ მიიღო ეს დირექტივა! გამათავისუფლეს და მომძახოდნენ: ,,წადი და ირინა ენუქიძემ, (რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო) და ლევან გაჩეჩილაძემ გიშველოს-ო’’. სამართალს კი მაშინ სად ვნახავდი…

მეგობრებმა, არ გამწირეს და გამომიძებნეს სამუშაო ადგილი კერძო სკოლაში. გაიგო თუ არა, ეს, ჩემმა კლასმა საჯარო სკოლაში, მთელი კლასი (18 ბავშვი) გადმომყვა ფასიან სკოლაში.

2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების დროს, ეროვნულმა საბჭომ, წარმადგინა დეპუტატობის კანდიდატად მე-13 ოლქში. გაიგეს თუ არა ეს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა , ამჯერად უკვე ჩემმა ყოფილმა დირექტორმა და მისმა გარემოცვამ, ახალი ,,საქმე’’ წამოიწყეს, საქმე აღძრეს პროკურატურაში-შრომის წიგნაკის გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ისეთივე აბსურდული იყო, როგორც წინა ბრალდებანი. ექპერტიზამ და გამოძიებამ დაამტკიცა, შრომის წიგნაკის ნამდვილობის შესახებ. მითვლიდნენ მუქარებს, რომ ჩამსვავდნენ ციხეში, თავს მოაჭრიდნენ ჩემ გოგონას და სადარბაზოში დამახვედრებდნენ და ა.შ.

ცოტახნით ქვეყანაშიც თითქოს შეჩერდა პოლიტიკური პროცესები და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემ მიმართაც ცოტახნით შეწყვიტეს დევნა, თუმცა შემდეგ დაიწყეს მუქარა იმ სკოლის მიმართ, რომელმაც დიდსულოვნად შემიფარა. სკოლის ხელმძღვანელობას უთვლიდნენ, ,,ნაცმოძრაობიდან’’, რომ მე გავეთავისუფლებინე სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლას გაუუქმებდნენ ავტორიზაციას. მუქარა გამწვავდა პოლიტიკაში ახალი ძალის ,,ქართული ოცნების’’ გამოჩენის შემდეგ, ვინაიდან ამ კოალიციაში შედიოდა ის პარტია, რომლის მხარდამჭერიც ვიყავი და ვარ. აქტიურად ჩავერთე მეც ისევ ამ პროცესებში, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და დასრულდა ის სასტიკი რეჟიმი, რომელსაც ვებრძოდით ამდენი წლების განმავლობაში….კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ ესეც კმარა….

და ამის მერე გამოვა ზოგიერთი ჭკუის დამრიგებელი და იტყვის: “დირექტორი ხარ და შეაქებ ამ მთავრობას აბა რას იზამო…..” ეს თანამდებობაც შრომის შედეგია და იმ ეტაპების გავლის რასაც ითვალსწინებს….”

თეგები: ხათუნა ენუქიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved