გუშინ, საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე დააკავეს “ოცნების” ოფისთან, ის რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და თქვა, რომ ხელი აქვს მოტეხილი.
ირაკლი აბსანძე:
“მკლავი, სავარაუდოდ, საოპერაციოა…
IRAO • ირაო -ში ვარ საუკეთესო პაკეტით დაზღვეული. წეღან მითხრეს, ოპერაციას ვერ დაგიფინანსებთ, რადგან სამოქალაქო მღელვარებისას დაშავდითო. ყველაფერი უკუღმა როგორაა ამ ქვეყანაში?!”
ჩასწორება:
მოგვიანებით, ირაკლიმ დაწერა:
“მადლობა, მეგობრებო. გონზე მოვიდა ირაო. უბრალოდ, მართლა საგიჟეთია უკვე. სხვის უფლებებს უნდა ვიცავდე, წესით.ეს ქვეყანა კლავს!”
კომენტარები