ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ჩემი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.
“მახსოვს, როცა პირველად შევხვდი ჩემს ქართველ მეგობრებს, მითხრეს, რომ ჩემი სახელი გუდნი იოჰანესონი ქართულ ენაზე იქნებოდა თარგმნილი, როგორც გუდუნა ივანიშვილი. მოხარული ვიქნები, ამ სახელით ვიყო საქართველოში ცნობილი მომდევნო დღეების განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის მიღმაც მოგვეცა ქვეყნის დათვალიერების საშუალება, ვინაიდან ყოველთვის მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო ვიზიტით ჩამოსულ დიპლომატებს, გავიდნენ დედაქალაქის გარეთ. ასე რომ, გუდუნა ივანიშვილი მოხარულია, რომ არის დღეს საქართველოში“, – განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
კომენტარები