• რეკლამა
  • კონტაქტი
19:42, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითხრა სუსის აგენტი ხარო… ახლა სააკაშვილს ახალი ექიმი ჰყავს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე” – რას ჰყვება “ვივამედის” ექიმი

ალია ავტორი - ალია
02:35 03-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,350

მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, “ღამის კურიერის” ეთერში” იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ახლა ის ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი აღარ არის.

“როდესაც ერთ-ერთ ტელეეთერში გავიდა გადაცემა, ეს იყო 26 თებერვალს, მეორე სამუშაო დღეს ჩვეულებრივად შევედი სამუშაოდ პალატაში და პაციენტი უცნაურად შემხვდა, მივხვდი, რომ გადაცემა ნანახი ჰქონდა, ვკითხე ამის შესახებ და მან მითხრა, რომ სუსის აგენტი ხარო. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად შეურაცხმყოფელი, მე მას ვუთხარი – გავალ პალატიდან და აღარ შემოვალ მეთქი და იმის შემდეგ მე მართლაც არ შევსულვარ პალატაში და არც არასოდეს შევალ. ეს გადაცემა კვირა საღამოს იყო და ეს მოხდა ორშაბათს. მე მივედი ჩემს უფროსებთან, მათ ვუთხარი რაც მოხდა. 10 თვე მე ნამდვილად ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას ისეთი ცხოვრების წესი ჰქონოდა, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება. მას ახლა ახალი მკურნალი ექიმი ჰყავს, მას იცნობს, მორიგეობაზე შედიოდა ხოლმე.

საზოგადოება ძალიან ყურადღებით არის პაციენტის მიმართ, ეს მისასალმებელია, მაგრამ რატომ არის ბულინგი ჩვენს მიმართ, მე ეს არ მესმის. 10 თვე ნორმალურად სამსახურში ვერ დავდივარ, ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კონფიდენციალურია. არც იციან რაშია საქმე, არც უნდათ გაიგონ – გუშინ რომ გამოვედი, ვიღაც ქალები ისხდნენ და მეძახდნენ შე მკვლელოო. ადვოკატმა გაავრცელა ხმები, რომ მიხეილ სააკაშვილს აკრძალულ წამალს აძლევენო, სირცხვილია. რა უნდოდა ამის გარკვევას, ექსპრეზიდენტი ამ წამალს ღებულობდა, უარი ნამდვილად არ უთქვამს არც ერთხელ. მთელი მედპერსონალი ყველაფერს ვცდილობთ.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved