• რეკლამა
  • კონტაქტი
17:16, პარასკევი, 5 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითები მაიმუნის ყვავილის შესახებ” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
13:14 05-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,987
ექიმი, არჩილ მარშანია:
“?მითები მაიმუნის ყვავილის შესახებ:
❌ მითი: ”მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო მედიკამენტი არ არსებობს”;
✅ რეალობა: არსებობს, მაგალითად ტეკოვირიმატი, რომელიც ლიცენზირებულია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ.
❌ მითი: ”მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ეფექტურია ჩუტყვავილას ვაქცინა”;
✅ რეალობა: მაიმუნის ყვავილი და ჩუტყვავილა სხვადასხვა დაავადება და ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის ეფექტური მის წინააღმდეგ.
მის წინააღმდეგ ეფექტურია ყვავილის ვაქცინა.
დაბნეულობა გამოიწვია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებში ტერმინების არევამ:
მაიმუნის ყვავილი – Monkeypox;
ჩუტყვავილა – Chickenpox;
ყვავილი – Smallpox.
❌ მითი: ”მაიმუნის ყვავილი სექსუალური უმცირესობების და ‘ფერადკანიანი’ ადამიანების დაავადებაა”;
✅ რეალობა: არა, ის უბრალოდ ენდემურია აფრიკაში და ზოგადად კი პათოგენი არ ანსხვავებს მასპინძელს სექსუალური ორიენტაციით, მისი გადაგების გზა არის ახლო/პირდაპირი კონტაქტი და შესაძლოა გადაედოს ყველას, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, მუსიკალური მონაცემებისა თუ პოლიტიკური იდეოლოგიის მიუხედავად.
❌ მითი: ”მნიშვნელობა ენიჭება სექსუალური ორიენტაციის დადგენას”;
✅ რეალობა: არანაირი მნიშვნელობა სექსუალური ორიენტაციის კვლევას და დადგენას არ ენიჭება.
ჯერ მხოლოდ საუბარია რამდენიმე ათეულ შემთხვევაზე მთლიანად.
მიუხედავად იმისა, რომ მწვავე შემთხვევებში სიკვდილიანობა მაღალია, ზოგადად დაავადება როგორც წესი თვითგანკურნებადია შესაბამისად ის, რომ უმეტესობა (და არა ყველა) შემთხვევების ჯერჯერობით* დაფიქსირებულია გეი ან ბისექსუალებში, ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ მაგალითად სექსუალური უმცირესობები უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას ჯანმრთელობის სკრინინგის და/ან ექიმთან ვიზიტის მიმართ და არ ნიშნავს, რომ ორიენტაციის დადგენაა მნიშვნელოვანი მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის და არც იმას, რომ ის (კლასიკურად)სქესობრივად გადამდები დაავადებაა.
ეს არის რისკების კომუნიკაციის წესების დარღვევა და ოფიციალური დოკუმენტების არასწორი თარგმანი, ჯანმოს ოფიციალურ დოკუმენტში სადაც სტატისტიკაა მოცემული, იქვე ხაზგასმით არის ნათქვამი რომ ეს ”უმეტესობა” არ ნიშნავს ”ექსკლუზივობას” და ინფორმაციის გავრცელების მანერა უნდა იყოს ზუსტი და რისკების კომუნიკაციის დაცვით, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფორმის სტიგმატიზაცია და დეზინფრომაცია.
❌ მითი: ”ეს ახალი პანდემიაა და ისევ ჩაგვკეტავენ, მეორე კოვიდი იწყება”.
✅ რეალობა: ამის ალბათობა უკიდურესად მინიმალურია, რადგან მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ არსებობს ვაქცინაც, მკურნალობაც, ის არც ისე სწრაფად ვრცელდება როგორც კოვიდი და არ ისე სწრაფად განიცდის მუტაციას.
ის დნმ ვირუსია, რაც გამოირჩევა სტაბილურობით.
ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად მაიმუნის ყვავილი არ არის საყურადღებო.
თუმცა ნამდვილად ნიშნავს იმას რომ Do not panic.
ჯანმრთელობას გისურვებთ ❤
#სამედიცინომითები
#მაიმუნისყვავილი
https://www.who.int/…/disease-outbreak…/item/2022-DON385
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/monkeypox”
May be an image of one or more people
თეგები: არჩილ მარშანიამაიმუნის ყვავილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved