• რეკლამა
  • კონტაქტი
06:41, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მითები და ფაქტები ომიკრონზე- რა უნდა იცოდნენ მშობლებმა!” – პედიატრი თაკო ანდრიაძე

ალია ავტორი - ალია
17:04 02-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

სამედიცინო ჯგუფი „MED City/მედ სითი“ თავისი  პედიატრის თაკო ანდრიაძის რჩევებს გიზიარებთ.

მითები და ფაქტები ცხელებასთან დაკავშირებით:  

მითი: მაღალი სიცხე >40 ზე თავის ტვინის დაზიანებას იწვევს.  

ფაქტი: ცხელება რომელიც გამოწვეულია ვირუსული ინფექციით თავის ტვინის დაზიანებას არ იწვევს. თუ ბავშვს უყურადღებოდ დავტოვებთ ისეთ გარემოში სადაც ტემპერატურა ძალიან მაღალია და ეს სივრცე დახურულია, შეიძლება სერიოზული პრობლემა ამ შემთხვევაში გამოვიწვიოთ და არა ვირუსული ან სხვა ინფექციის დროს მაღალის სიცხის დროს.

მითი: ყველა ბავშვს, ცხელების დროს შესაძლოა განუვითარდეს გულყრა. („კრუნჩხვა“).

ფაქტი: ფებრილური გულყრა აღენიშნებათ 5 წლამდე ასაკის მხოლოდ 2-4% ბავშვებს.  

მითი: ფებრილური გულყრა („კრუნჩხვა“ რომელიც ვითარდება მაღალი სიცხის დროს) ძალიან საშიშია. 

ფაქტი: ფებრილური გულყრა, ძალიან არასასიამოვნო და მშობლისთვის სტრესული მდგომარეობაა თუმცა მაქსიმუმ 5 წუთში გულყრა თვითნებურად სრულდება. ის არ იწვევს ხანგრძლივ პრობლემებს, არ ზრდის ნევროლოგიური პრობლემების, არაფებრილური გულყრის, განვითარების პრობლემების რისკს.  

რითი შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს მაღალი სიცხის დროს:  იმ შემთხვევაში, თუ ცხელება იწვევს დისკომფორტს, ბავშვთა ასაკში, შესაძლებელია იბუპროფენის ან პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების გამოყენება.  

ოთახში შეეცადეთ იყოს სიგრილე, ისე, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ჩააცვით თხელი და კომფორტული ტანსაცმელი.  შესთავაზეთ დიდი რაოდენობით სითხეები, დასაშვებია ელექტროლიტის მიღებაც გაუწყლოების თავიდან აცილების მიზნით.  

რა არ უნდა გავაკეთოთ:  

არ გამოვიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად.  

არ არის სასურველი ცივი ღრუბლით აქტიური დაზელა რადგან ასეთ დროს შეიძლება გავაძლიეროთ კუნთების აქტიური შეკუმშვა ანუ „კანკალი“ რაც თავის მხრივ სიცხეს კიდევ უფრო მოუმატებს.

არასდროს!!!! გამოიყენოთ სპირტით ან ალკოჰოლით დასველებული საფენი გაგრილების მიზნით, ეს, ძალიან საშიშია რადგან კანიდან ძალიან სწრაფად და დიდი რაოდენობით არის შესაძლებელი ამ ნივთიერებების შეწოვა რაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.  

exclusivetv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved