გენერალ-ლეიტენანტი, დასავლეთის სამხედრო ოლქის პირველი სატანკო არმიის მეთაური სერგეი კისელი რუსეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს. მანამდე თანამდებობიდან მისი მოადგილე მოხსნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
თანამდებობიდან განთავისუფლებულ გენერალ-ლეიტენანტს ბრალი ედებოდა დასახული მიზნების მიუღწევლობაში, წვევამდელების ჩართვაში უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში, ასევე ადამიანების უზარმაზარი დანაკარგების არსებობაში.
„ეს იყო მისი ტანკები, რომლებიც გაიჭედა ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონის ჭაობებში, ელემენტარული რუკებიც კი არ ჰქონდათ. მისი ჯარისკაცები ასობით ჩაბარდნენ. სერგეი კისელი, ისევე როგორც პუტინის დანარჩენი გენერლები, არის ომის დამნაშავე. პასუხისმგებელია უკრაინელების – ბავშვების, ქალების, მოხუცების დაღუპვაზე
მისთვის საუკეთესო ვარიანტია აიღოს იარაღი და საკუთარ თავს ესროლოს, არ გამიკვირდება, თუ მან ეს უკვე გააკეთა დღეს დილით“,- დაწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ.
კომენტარები