• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშას დროს, ეს ულამაზესი შენობა ბარბაროსულად დაანგრიეს. სწორია, როცა დღეს სააკაშვილის ბევრი მომხრე აპროტესტებს რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილებას. მაგრამ ეჭვი მაქვს, ესეც უფრო მეტად პოლიტიკაა” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:32 07-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,962

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

რას ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმი, როცა მმართველი თავის გემოვნებიდან თუ სურვილებიდან გამომდინარე საზოგადოების დაუკითხავად იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, ყველაზე კარგად ჩანს ასეთი ქვეყნების დედაქალაქების არქიტექტურაში.
შედარებით თანამედროვე ეპოქა რომ გავიხსენოთ, ჰიტლერიდან და დუჩედან მოყოლებული, ასეთი ტიპის მმართველებს, განსაკუთრებული გართულება აქვთ საკუთარ არქიტექტურულ ნიჭზე და გემოვნებაზე. მაგრამ ჩვენ აქაც უნიკალურები ვართ, ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, რომ ავტორიტარული რეჟიმები ასე უპატივცემულოდ მოქცეოდნენ საკუთარ დედაქალაქს. როგორც წესი, პირიქით იყო ხოლმე! ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, რას დავამსგავსეთ თბილისის გულში მდებარე აბსოლუტურად უნიკალური ურბანულ-ლანდშაფტური სივრცეები, მეტეხის კლდე და მირზაშაფის ქუჩა ! ამას მხოლოდ ბარბაროსობა შეიძლება ეწოდოს!
ახლა გავიგეთ რომ რიყის დოქებს ანგრევენ! რატომ და როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ვინმეს ინტერესშია იქ რამის აშენება? ეს ყველაფერი, რა თქმა, უნდა უცნობია. ისევ როგორც უცნობი, რომ ანგრევ იმაზე უკეთესს რას აშენებ, რას სთავაზობ ქალაქს და საზოგადოებას!
ბოლო ათწლეულებში ყველა ხელისუფლებამ თბილისში ძალიან ბევრი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, დავანგრიეთ ქართული (და საყოველთაო აღიარებით არა მხოლოდ ქართული ) მოდერნისტული არქიტექტურის ერთ -ერთი საუკეთესო ნიმუში, რესტორანი „არაგვი“, ზურაბ წერეთლის მოზაიკური პანოთი, თან ისე რომ იქ არაფერი ავაშენეთ, იქაურობა ნაგვის ბუდედ და დაჭაობებულ ადგილად ვაქციეთ! რატომ გააკეთეს ეს, რა თქმა უნდა არც ქალაქის და არც ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ საზოგადოებას არაფერი არ აუხსნა! არადა, თავის დროზე “არაგვის” შენობის პროექტმა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე დაიმსახურა აღიარება მისი უნიკალური ტერასული სტრუქტურისა და ლანდშაფტთან (მდინარის კლდოვან სანაპიროსთან) იდეალური სინთეზისთვის. იქ იყო ძალიან საინტერესო, იმ დროისთვის უნიკალური ეკოლოგიური გადაწყვეტები, ხის ინტეგრირება არქიტექტურაში: შენობის მშენებლობისას ადგილზე არსებული დიდი, მრავალწლოვანი ხე არათუ არ მოჭრეს, არამედ კონსტრუქცია პირდაპირ მის გარშემო ააშენეს. ხე ორგანულად მოექცა შენობის დიზაინში, გადიოდა ტერასებს შორის და შენობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ამან განსაკუთრებული პეწი შესძინა შენობას და მის გარშემო არსებულ ძალიან ლამაზ, შადრევნებიან ეზოს.
მიშას დროს, ეს ულამაზესი შენობა ბარბაროსულად დაანგრიეს, ისე რომ არც პროფესიჯნალებისთვის და არც საზოგადოებისთვის არაფერი არ უკითხავთ. სწორია, როცა დღეს სააკაშვილის ბევრი მომხრე აპროტესტებს რიყის დოქების დანგრევის გადაწყვეტილებას. მაგრამ ეჭვი მაქვს, ესეც უფრო მეტად პოლიტიკაა, შენობა კი არ არის მთავარი, ან ის უწესობა როგორც ხელისუფლება იქცევა, არამედ ის, რომ ეს შენობა მიშამ ააშენა და ბიძინა, ანგრევს. ასე რომ არ იყოს, მაშინ არაგვის დანგრევზეც ამოიღებდით ხმას, რუსთაველის პროსპექტზე თბილისის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ადგილის, ლაღიძის წყლების განადგურებაზეც (სხვათა შორის თეთრი მარმარილოთი გაწყობილი ულამაზესი ინტერიერით , მართლა უნიკალურით, რომელიც ვიღაც ნუვორიშმა, ვინც იყიდა ეს ფართი, მოანგრია და ყოვლად უსახური ტანსაცმლის მაღაზია გახსნა!) და თბილისის ულამაზეს ადგილას ლეღვთა ხევის და ჭრელი აბანოების თავზე, მირზაშაფის ქუჩაზე ინვესტორისთვის აბსოლუტურად უსახური ნაგებოების აშენების უფლების მიცემასაც.
ახლა ამ დოქებს მივადექით და მორიგი ბარბაროსული აქტი უნდა ჩავიდინოთ. ხელისუფლება თავს ვალდებულადაც არ თვლის აუხსნას საზოგადოებას ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, არსებობს თუ არა პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული ვარიანტები, მაგალითად შენობის დემონტაჟი და მისი სხვაგან გადატანა. ან რას აპირებენ ამ ადგილას, შენარჩუნდება თუ არა პარკი და ა.შ.
მოკლედ, მორიგი ჯერზე მივიღებთ რამდენიმე კაცის პოხონდრიით, უვიცობით თუ უკულტურობით განპირობებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვინც აპროტესტებს, მათი დიდი ნაწილი აპროტესტებს იმიტომ, რომ მიშას აშენებულს ანგრევენ, ვინც დანგრევას მხარს უჭერს, მათი დიდი ნაწილი მხარს უჭერს სწორედ იმიტომ, რომ მიშას აშენებულს ანგრევენ და ამას ბიძინა აკეთებს! უეცრად ხვალ ბიძინამ რომ თქვას, დოქების დანგრევა არ შეიძ₾ებაო, მერე ის ხალხი ვინც დღეს დანგრევას უჭერს მხარს, გამოვარდება და აქეთ დაგვიწყებს მტკიცებას, თუ რა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიძინამ და როგორ არ ვაფასებთ ამას!
აი აქ ვართ, თან მერე ვკითხულობთ, გვეშველება რამე?
სურათები:
სურათები 1-2 რესტორან “არაგვის” აწ უკვე დანგრეული შენობა;
სურათი 3 – ძველი თბილისი. ლეღვთახევის და აბანოთუბნის თავზე მირზაშაფის ქუჩაზე წამოჭიმული საცხოვრებელი სახლი;
სურათი 4 – რიყის დოქები!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved