• რეკლამა
  • კონტაქტი
04:40, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშამ თქვა, მისნაირს “მოსადი” ინატრებდაო – ის კი ბაღაფშის და ქიშმარიას ჩვენებების საფუძველზე იხდის სასჯელს”

ალია ავტორი - ალია
19:42 06-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ორი დღეა რომაზე ვფიქრობ, დიდ, ძალიან დიდ ადამიანზე, რომა შამათავაზე.
რომას დედა შემხვდა, სევდიანი, თვალცრემლიანი. სამშობლოს პატრიოტად ვზრდიდი რომას, ყოველთვის ვეუბნებოდი ადამიანისთვის სამშობლო ყველაზე მეტია, ყველაზე ძვირფასიაო….
.
აღარ გაუგრძელებია საუბარი, გული შემიკუმშა მისმა უსაზღვრო სევდამ. სიტყვა უძლურია იმ ცეცხლის აღსაწერად, რაც ამ დიდებული ქალბატონის გულში ტრიალებს.
.
არ ვიცი დამთხვევა იყო თუ ბრძოლის გაათმაგების მოწოდება, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ორიოდე საათში ნაცნობი შემხვდა (ყოფილი სპეცრაზმელი), რომას დედაზე მოვუყევი, რომას ვიცნობდი, ზუგდიდში დავალებებზე რომ ჩავდიოდით, ყოველთვის მოდიოდა ჩვენთან, ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი არ იყო, მაგრამ ყველას მოგვეფერებოდა, ჩაგვიკრავდა გულში, სათითაოდ ყველას გამოგვკითხავდა რამეში დახმარება ხომ არ გჭირდებათო, რომას ყველა უზომოდ დიდ პატივს ვცემდითო…


.
მოდით ვიყოთ გულწრფელები, 2012 წელს, როცა არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, კრემლში დაგეგმილმა ბინძურმა პროპაგანდამ თავისი როლი ითამაშა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არსებობდა ეგრეთწოდებული სოციალური დაკვეთა პოლიტიკური ლიდერების და თანამდებობის პირების დაპატიმრებისა, მაგრამ რომა შამათავა? ხომ ცხადზე ცხადია, რომ რომას მიმართ არანაირი სოციალური დაკვეთა არ არსებობდა, ხომ ცხადზე ცხადია, რომ რომას დაპატიმრება რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი მოთხოვნა იყო, ხომ ცხადზე ცხადია, რომ მათი მოთხოვნა რომას პატიმრობის შესახებ იყო შედეგი იმ გამწარების, რასაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რომას მართლაც გმირული ქმედებები იწვევდა.
იცით ვისი ჩვენებები საფუძველზე იხდის სასჯელს რომა? ბაღაფშის და ქიშმარიას! ამით ხომ ყველაფერი ნათქვამია?
.
მიშამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ რომასნაირ ადამიანს მის რიგებში მოსადი ინატრებდაო, დიახ, ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახური ინატრებდა ასეთ გმირს…
.
ადამიანები რაღაც უმნიშვნელოს გავაკეთებთ და შინაგანად გვინდა სხვამ ჩვენი გაკეთებული საქმე დააფასოს, ეს ბუნებრივი, ადამიანური რეაქციაა, აბა ერთი წუთით დავფიქრდეთ რას განიცდის რომა შამათავა, ადამიანი, რომელმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე არა ერთხელ შეაგდო სასწორზე და სანაცვლოდ არა თუ დაფასება, მრავალწლიანი საკანში გამოკეტვა მიიღო…
.
სანამ ჩვენს სამშობლოს ეს ამაზრზენი ქოცხმთავრობა მართავს, სანამ რომა პატიმრობაშია, ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც სამშობლო გვეპირველება, საკუთარ თავთან მართალი ვერ ვიქნებით.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved