• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშამ ისე აგყარათ ეს ღირსებები, რომ 9 წელია არყევთ და ვერ მოარყიეთ, თორემ თქვენ გირგვლიანიც გკიდიათ, რადგან მურუსიძე თქვენი სახეა…” – მეგი გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:08 07-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“გვყავს, გვყავდა და ალბათ მომავალშიც გვეყოლება შურიანი, ბოღმიანი , აგრესიული, ცინიკოსი, კოლაბორაციონისტი , ნიჭიერი ადამიანების ჩამწიხლავი საზოგადოების ნაწილი და სწორედ ეს ადამიანები ამტკიცებდნენ და დღემდე ამტკიცებენ , მიშამ ტრადიცია და ქართველობა წაგვართვაო, ამტკიცებენ ისინი, ვინც ძმათა მკვლელი ომი გააჩაღა კრემლის დაკვეთით, ვინც დღემდე მტერთან თანამშრომლობს , ვინც ახალგაზრდების ერთ ჯგუფს მოუწოდებს , ახალგაზრდების მეორე ჯგუფი გაანადგუროს ისევე, როგორც 90-იანებში აასხმევინეს იარაღი და თან გააფრთხილა , რომ ძმათა მკვლელ ომში ვინც თავს გამოიჩენდა და გამსახურდიას მომხრეებს – საკუთარ სისხლს და ხორცს, ვინც უფრო წარმატებით გაჟლეტდა , ეს მხოლოდ კარიერულ წინსვლას მოუტანდა და ამით საშვილიშვილო საქმეს გაუკეთებდა, როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას

მიშამ ქართველობა და ტრადიცია იმ ხალხს წაგართვათ , განსაკუთრებით იმ

ფულიანი მამიკოს შვილებს გაწყენინათ, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაწყობით ვეღარ ხვდებოდით, მხოლოდ ერთი ქუჩიდან ვეღარ მართავდით პროცესებს, ჯარიმების შიშით წითელზე ვეღარ მიაშლიგინებდით , პატრულის შიშით “პროწივზე ” ისე თამამად ვეღარ შედიოდით , რადგან არ ეწყობოდა, ნარჩემაშვილისა და თარგამაძის მილიცია აღარ იყო, რესტორნებში ვეღარ სკდებოდით და ფულის გადაუხდელად ვეღარ გამოდიოდით, დენის “ლევი” ხაზები აღარ გქონდათ გრუზინებო და ბიუჯეტში იხდიდით გადასახადებს , საიდანაც თქვენი ბებია-ბაბუები გაზრდილ პენსიებს იღებდნენ და გაყინულ 14 ლარს აღარ მისჩერებოდნენ, საზღვარგარეთის პასპორტს წითელი თუმნიანის და მწვანე დოლარის გარეშე იღებდით და ეს იყო თქვენთვის ტრადიციების ხელყოფა – ღირსების დაკარგვა და ამას მისტირიხართ დღემდე, მიშამ ისე აგყარათ ეს ღირსებები და ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა , რომ 9 წელია არყევთ , ოღონდ ბოლომდე მაინც ვერ მოარყიეთ , თქვენი რევანშიც ამით იყო და არის გამოწვეული, თორემ სინამდვილეში თქვენ ხომ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ სხვისი ჭირიც , გელათიც , საყდრისიც , გაკუპონებული ლარიცა და პოლიტპატიმრებიც, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის გამო და საქართველოს ერთგულების სახელით იხდიან სასჯელს, თქვენ ხომ გირგვლიანიც გკიდიათ, რადგან მურუსიძე თქვენი სახეა და მელნიკოვი სასამართლო დარბაზიდან გაუშვით, ხახუბიაზე ხმას არ იღებთ და ვაზაგაშვილიც გეკიდათ, რადგან 33 წლის პაატა პავლიაშვილის სიკვდილი არ გაგიპროტესტებიათ, რომელიც პოლიციელმა გამიზნულად მოკლა და მაჩალიკაშვილის გახვრეტილი შუბლიც ნერვს არ გიტოკებთ, თათუხაშვილი რომ არ გავიხსენო, თქვენ სინამდვილეში ხომ თეთრაძეც გეკიდათ, რადგან ფარტენაძე , კორტავას და ძველაიას ციხეში წამებით სიკვდილს არ აპროტესტებთ , არც სისტემურ დანაშაულად რაცხავთ და არც სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის გადადგომას მოითხოვთ ზაალ ლატარიას წამების ფაქტზე, თქვენ ხომ რევანშისტული მოძრაობა გქონდათ , გაქვთ და გექნებათ გაჩაღებული და არა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, როგორც ჩვენ, თქვე სამშობლოს დაუძინებელო მტრებო,

თქვე კოლაბორაციონისტებო ,თქვენთვის ღირსების დაკარგვა აგვისტოს ომში საპასუხო იერიში იყო და ღირსების აღდგენა ნახევარ მილიონამდე დევნილი და ათიათასობით ჩვენი საჯიშე ბიჭის ჩახოცვა გახლავთ , თქვე გამყიდველო მონებო, ზვიადის მკვლელებო და არაფრებო, თქვენ ყველაფერი გეკიდათ მაშინაც, როცა რუსული ფულის გამო ურაპატრიოტობდით იმიტომ, რომ დღეს , რომა შამათავა სისხლს არ გიყინავთ, რომ კრემლის დაკვეთით იხდის სასჯელს, ბაჩო რომ არ ვახსენო და მამა გიორგი

აა, მეზობელია არა

უფროსი ძმაა

ბრძენია

ერთმორწმუნეა

უწიგნურებო,

რა თქვენი მეზობელია რუსეთი, როცა ოკუპანტი-დამპყრობელი, ჩრდილო კავკასიის საშუალებით ძალით დაგიმეზობლდათ.

უფროსი ძმაო?!

უფროსი ძმა როგორ არის , როცა მასზე ბევრად უფროსი ერი ვართ!

ერთმორწმუნეაო !

შენ მასზე ადრე აღიარე ქრისტეს რჯული, პატრიარქები დაგიხოცა , წვერით ათრევდა შენს წმინდანებს, წითლად გიღებავდა ეკლესია – მონასტრებს, გიკრძალავდა ტაძარში შესვლას, გადაგიბუგა საეკლესიო არქივი, გაგიძარცვა სულიერი საგანძური და 200 წელიწადში 8 ჯერ რომ დაგესხა თავს და ბოლოს “გუშიწინ ” 08.08.08.-ში და დღესაც ბორდერიზაციას განაგრძობს, მაინც ბრძენია , მაინც წითელი არმიისთვის უნდა ილოცოთ, მაინც ერთმორწმუნეა”

P.S . რუსულ მწერლობაზე კი შეგახსენებთ , რომ რუსთაველი გყავთ, მაგრამ მეტი არ იქნა ჩემი მტერი, თქვენ რამე შეიგნოთ , თქვე არაფრებო !”

თეგები: მეგი გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved