• რეკლამა
  • კონტაქტი
14:14, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ციხეში 2-3 თვეში შეიშლება, თავს მოიკლავს, ჩემთვის საკმარისია, ერთი წელი მაინც ჩაჯდეს” – ვალერი გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:17 10-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90


ყოფილი პარლამენტარი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი “კვირის პალიტრასთან” თავისი ცხოვრების უმძიმეს დღეებს იხსენებს და ჰყვება:

ატრიალებენ, პიჯაკების საქმეზეა­ ბრალდებულიო, რაც სასაცილოა, პიჯაკების საქმე სახსენებელიც არ იყო, ისეთიI მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი. ჩემს საქმეზე გამოძიება წლების შემდეგ ჩატარდა, სააკაშვილი გასამართლებულია, ამნისტია შეეხო და საბოლოოდ 6 წელი დაუტოვეს.

1999 წლის ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში, როცა “მოქალაქეთა კავშირის” უმრავლესობის ლიდერი იყო, მე მაშინ ვახტანგ ქუთათელაძესთან დაპირისპირებული ვიყავი, ბიძაჩემი გატაცებული იყო, ბიძაშვილი – ციხეში. მაშინ მივედი სააკაშვილთან, როგორც უმრავლესობის ლიდერთან. მივედი იმისთვის, რომ ჩემი ბიძაშვილი ციხიდან გაეთავისუფლებინათ. მიშამ მითხრა, შენთან ნუგზარ შევარდნაძეა დაპირისპირებული და ამ საქმეში ვერ ჩავერევიო. მერე 2003 წელს შემომითვალა, თუ მასთან მივიდოდი, საპარლამენტო სიაში ჩემს ორ კაცს ჩასვამდა, მაგრამ უარი ვუთხარი.
დაფინანსება არ უთხოვია, როგორც ბიზნესმენი გვერდით ვჭირდებოდი,­ უნდოდა საზოგადოებისთვის დაენახებინა, რომ ცნობილი ბიზნესმენები მასთან მიდი­ოდნენ. ბოლოს გადავიკვეთეთ პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის გამო. 2003 წლის ბოლოს ჩემს სახლში შევიდა სანდრა რულოვსი თავის ნათესავებთან ერთად, ჩემი მარანი გახსნეს და ღვინო დააჭაშნი­კეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს, შენი სახლი გვინდაო. რეზიდენციის წინ იდგა ჩემი სახლი. 2004 წლის 3 იანვარი იყო. ამ საკითხზე ჩემს სახლში შევხვდი დავით კეზერაშვილს და ადმინისტრაციის უფროს ირაკლი ჩუბინიშვილს. ითხოვდნენ სახლი მათთვის დამეთმო. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გენერალური მოიჯარე მე ვიქნებოდი რეზიდენციის მშენებლობაში, ჩემს სახლს გადავცემდი მათ და სამაგიეროდ მივიღებდი სამოსახლო ადგილს სხვაგან. მშენებლობა სწრაფად ვერ მიდიოდა. გავაფრთხილე მიხეილი, რეზიდენციის მშენებლობა ასე მალე და ასე ადვილად არ დამთავრდება-მეთქი. მერე მთხოვა, გენერალური მოიჯარეობიდან გავსულიყავი, დიდი სიამოვნებით გავალ-მეთქი, ვუთხარი, რადგან პერსპექტივა ვერ დავინახე, ოღონდ ვთხოვე, ჩემი კომპანიისთვის ჩემი ფული გადაეხადათ. ფულის გადახდას არ აპირებდნენ, არც სახლის ფულს მაძლევდნენ და გაბრაზებული ისე მოვექეცი, როგორც ისინი მოექცნენ ჩემს ოჯახს. ამის მერე იყო ჩემზე თავდასხმა, ეს იყო ანგარიშსწორება იმის გამო, რომ პროტესტი გამოვხატე. მისი დაკვეთა იყო, სამაგალითოდ დავესაჯე, როგორც დეპუტატი, როგორც ბიზნესმენი, რომ მერე სხვებისთვის ეს მაგალითი ყოფილიყო.

ავლაბარში რეზიდენციის წინ რომ აგურის­ სახლია, ის იყო ჩემი საკუთრება და დავთმე რეზიდენციის მშენებლობის გამო ისიც და 2300 კვმ მიწაც. შევთანხმდით, ამ სახლში უნდა გადაეხადათ 1.400.000 დოლარი და მიწა უნდა გაეცვალათ, რომ მეორე სახლის მშენ­ებლობა დამეწყო. ეს ფული არ გადამიხადეს, ამან გამოიწვია კონფლიქტი.

გზაზე დამხვდნენ, მანქანა დამიბლოკეს, კონდახი ჩამარტყეს თავში და წიხლები მირტყეს. ვინც კონდახი ჩამარტყა, მითხრა, ამის შემდეგ მაინც ვერაფერს დაწერ პრეზიდენტზეო. მიშას მაშინ ბევრი აგინებდა, მაგრამ არავინ უცემიათ. ეს იყო დაშინება ბიზნესის, პოლიტიკოსების, რომ მათ წინააღმდეგ არავის გაელაშქრა.


მაშინ ფოთის გემთმშენებლის აქციონერი ვიყავი, 55%-იანი წილი მქონდა. გემთმშენებელი დამიყადაღეს და საბოლოოდ ის გაკოტრდა. 6 მილიონი დოლარი მქონდა გადახდილი. სასამართლო­ დავა წავაგე, გემთმშენებელი დავკარგე და ამაშიც მიშა იყო გარეული. მეორე სახლის მშენებლობა დავიწყე, მაგრამ ისიც დავკარგე. ახლა ის სახლი რომან ფიფიასია. 2007 წელს ჩემს კომპანიაში საფინანსო სამსახური შემოვიდა, რამდენიმე თვე იყვნენ, ბოლოს კი მაიძულეს ის სახლი გამეყიდა, არადა, კარკასი აშენებული მქონდა… ყველაფერს აკეთებდა, რომ გავკოტრებულიყავი.

ფუძის ძვლის მოტეხილობის შემდეგ 100%-ით რეაბილიტაცია შეუძლებელია. დღესაც გაბრუებული მაქვს ერთი მხარე, დღემდე მაქვს იარა და ეს დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. მათ სასიკვდილოდ გამიმეტეს, სასწაული იყო ჩემი გადარჩენა. ოპერაციიდან ორ თვეში საქართველოში დავბრუნდი. მერე პარლამენტშიც დავდიოდი.


სასამართლო პროცესებზე დავდიოდი­. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ექვს წელს მიუსჯიდნენ სააკაშვილს, თუ ორს, მთავარი იყო, სასჯელი გამოეტანათ და მას პასუხი ეგო. მე შემსრულებლების დასჯა არც მომითხოვია, ყველას ვაპატიე, რადგან მათ ბრძანება შეასრულეს. სასამართლო პროცესზე ყველაფერი აღიარეს. ამოიღეს ჩანაწერებიც და გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო საუბრებშიც მონაწილეობდა.


სააკაშვილი მაქსიმუმ 2-3 ათასი ადამიანი დაუდგეს გვერდით, იმდენი ხალხი ჰყავს გამწარებული, ქუჩაში ვერც გაივლის…

ბევრჯერ ვცადე ვილნიუსში დამეჭირა, მაგრამ ვერ დავიჭირე. მინდოდა შური მეძია და მაგრად მეცემა. ჯერ ერთი, კურდღელია – რომ დამინახავდა, გაიქცეოდა, მაგრამ სადმე რომ შემხვედროდა, აუცილებლად ვცემდი! მიშა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია. სახეზე შეხედეთ! რა დიდი ამოცნობა ამას უნდა! ახლა არც იმაზე ვილაპარაკებ, ვისი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ისევ “ნაცმოძრაობაა” მთავარი პოლიტიკური ძალა და ამდენს ალაპარაკებენ. ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ უცხოელები ხელისუფლებას აიძულებენ, ის შეიწყალოს და, თუ დააკავებენ, გამოუშვას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიშა ციხეში ვერ გაჩერდება, ვერ გაძლებს. 2-3 თვე რომ დატოვო სამარტოო საკანში, ჭკუიდან შეიშლება, თავს მოიკლავს და მისთვის ტრაგიკულად დასრულდება ყველაფერი. მისი ფსიქიკა ჩაკეტილ სივრცეს ვერ გაუძლებს.


ჩემთვის საკმარისია, ერთი წელი მაინც ჩაჯდეს, მერე ალბათ, მის შეწყალებას დავთანხმდები…

ადრე ნორმალური ურთიერთობა­ გვქონდა. ეტყობა, მის გარემოცვას არ მოსწონდა ეს და გააღიზიანეს. ისიც ვიცი, რომ ჩემზე თავდასხმის შემდეგ მან სკამები ესროლა თავის გარემოცვას, რადგან მიხვდა, რაც ჩაიდინეს, თუმცა უკვე გვიანი იყო – მათ სასიკვდილოდ გამიმეტეს.

წყარო – კვირის პალიტრა

თეგები: ვალერი გელაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved