• რეკლამა
  • კონტაქტი
11:31, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა, არ დალიო არაფერი, არ გაიკარო არავინ, ამ კლინიკაში ყველა შენი მტერია… არ მივცემთ შენი მკვლელობის საშუალებას” – გვარამი

ალია ავტორი - ალია
02:33 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმართა:

​”მინდა, საჯაროდ მივმართო მიხეილ სააკაშვილს, ვიცი რომ გვიყურებს. მიშა, აქ ვართ ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეჭვი გვეპარება, რომ დილის 10 საათამდე შენ თავს აქ ვინმე დაგვახვედრებს. გეუბნები ღიად და გახსნილად, არ გააკეთებინო არავითარი დამამშვიდებელი, არ დალიო არაფერი, არ დააძინებინო შენი თავი და არ მოატაცებინო.

ჩვენ ვიქნებით აქ, წინაც და იქიდანაც, უჩვენოდ ვერ გავლენ ნებისმიერ შემთხვევაში. არ მიიკარო არც ერთი მათგანი, მოითხოვე შენი ადვოკატების და ექიმების შემოსვლა, ამის გარეშე არაფერზე ხელი არ მოაწერო, ნაბიჯი არ გადადგა პალატიდან ამის გარეშე. აქ ვართ, მხნედ იყავი, არავის მივცემთ შენი აქედან გადაყვანის საშუალებას და არავის მივცემთ შენი მკვლელობის საშუალებას. მე დარწმუნებული ვარ როგორც დამთავრდება ეს ყველაფერი, როგორც შენ თქვი ამ დღეებში – ბოროტსა სძლევს კეთილი.

მიშა, ყურადღებით აქ ვართ, იყავი მხნედ, არ გაიკარო არავინ. ადამიანები, რომლებმაც მოაწერეს ფორმა 100-ს ხელი, ქალბატონი გოგორიშვილი სავარაუდოდ, რომელიც შენი მკურნალი ექიმია და იქ იღიმოდა, არ გაიკარო ის ხალხი, ვინც შენ გაგწირა სასიკვდილოდ და მათ შორის არის ქალბატონი გოგორიშვილიც. ამ კლინიკაში, ჩათვალე, რომ ყველა შენი პირადი მტერია…აქედან ჩვენ დაგიხსნით, იქნება სხვა კლინიკა, თუ სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ამას ჩვენ მივაღწევთ ყველა შემთხვევაში. არავითარი რუსთავი, არავითარი გორი. ორივე მხარეზე ვიდგებით, თუ მაინც გაგიტაცებენ გადავახდევინებთ უძვირეს ფასს და შენ მაინც გადაგარჩენთ, მხნედ იყავი.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved