• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა ახლა აბანოში ზის და ხედავს, ზოგი უკანალი როგორ შავდება და ზოგი, როგორ თეთრდება, გამოვა, თუ არა, თავის გუნდს გაცხრილავს” – ინტერვიუ სააკაშვილის გარემოცვის წევრთან

ალია ავტორი - ალია
01:29 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

გიორგი ჯავახაძე

“ალიას” ესაუბრება მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი:

კულუარულად საუბრობენ იმაზე, რომ ყველაზე დიდი ფიგურა ამასობაში, ოცნების იმ ნაწილში, რომელიც ხელისუფლებაში რაღაც დოზით დარჩება, კახა კუჭავა, დიახ, კუჭავა იქნება ოცნების დარჩენილ გუნდში წამყვანი ფიგურა, იგი ერთადერთია ამ მომენტში ქართული ოცნების გუნდში, რომელსაც დასავლეთშიც და ამერიკაშიც ჰყავს მეგობრები, ამიტომაც ცდილობს ზედმეტად ბევრი სისულელე არ ისაბროს, მან იცის, რომ მომავალშიც გარანტირებული აქვს მთავრობაში ადგილი, თუ ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად მშვიდად გადააგორებს. თავისი ადგილი ექნება გახარიასაც. ყველა პატარა პარტიას ექნება შანსი, თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი შანსი ექნება შალვა ნათელაშვილსაც კი, რადგან, როცა ოცნება აღარ იქნება, ის ხალხი, რომელსაც აღარც ოცნება უნდა და არც ნაცები – ხმას სწორედ პატარა პარტიებს მისცემენ. და ე.წ. შუაშისტების რიცხვი, ოცნების მთავრობის გადადგომისთანავე გაიზრდება, პოლარიზაციის შემცირებისთანავე, ნაციონალური მოძრაობა იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებს, ვიდრე ახლა მიიღო – ამასთან ერთად, შემცირდება ზეწოლა, ოცნებას აღარ ექნება დაშინების ბერკეტი და ნაცებს, ჯერ კიდევ არ ექნებათ ეს ბერკეტი ხელთ ჩაგდებული, ამიტომ, პატარა პარტიები თუ ჭკვიანად მოიქცევიან, მათ რეალური შანსი აქვთ ხმები მიიღონ.

– მიშას რამდენიმე მომხრემ ღიად დაწერა, 23 ნოემბერს ღვინოს დავლევთ მიშასთან ერთადო – როგორც ჩანს, ამ გეგმის შესრულების იმედი ბევრს აქვს…

– ხო, ნუ, ზოგი 23 ნოემბერს ღვინოს დალევს და ზოგი ჩაის…

სხვათა შორის, მიშამაც კარგად იხეირა ციხეში ჯდომით, ის ახლა რეალურად აბანოში ზის და ხედავს, ზოგი უკანალი როგორ შავდება და ზოგი, როგორ თეთრდება. გამოვა, თუ არა, პირველ რიგში დროებითი მთვარობის დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას, მერე კი ვადამდელ არჩევნებამდე თავის გუნდს გადაახალისებს და გაცხრილავს.

ბევრი ეუბნებოდა მას, რომ ამის გაკეთება უკრაინიდან უნდა დაეწყო და ეს არ გააკეთა. მეც ვიყავი იმათ რიცხვში, არ დავმალავ, ვინც ურჩევდა, რომ გაეცხრილა ენმ – მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, მან კიდევ ერთხელ მისცა მისი გუნდის წევრებს ბოლო შანსი და ამაზე უკეთეს გარემოს ვერც კი ინატრებდა იმის გასარკვევად, ვის რა შეუძლია, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ უსმენს, ვინ სცემს პატივს. სხვათა შორის, ამის მერე, დიპლმატიური კორპუსიც გადახალისდება, ელჩები, რომლებიც ახლა კობახიძეს უმშვენებენ მხარს, ელჩები, რომლებმაც, პანდემიის დროს, ისარგებლეს და თავისი გავლენების გამოყენებით რიგ ბიზნესს შეუწყვეს ხელი, ელჩები, რომელთა ცოლები ოცნებას ჰყავს დასაქმებული, ქვეყანას დატოვებენ.

გთხოვთ, ბოლოს მომცემთ საშუალება იმ ვიდეოზეც ვთქვა ორი სიტყვა, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა  გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მიშა ძალიანაა დასუსტებული. ამ ვიდეომ უკურეაქცია გამოიწვია, ადამიანებს ეუბნებიან, რომ შიმშილობის შეწყვეტის ოქმი ვერ შეადგინეს, რადგან სპეციალურად არ დაურღვევია შიმშილობაო, მაგრამ დღეში 30 გრამ დანამატს ვაჭმევთ და ეს ქეიფიაო. ჭამონ, აბა, თავად დღეში 30 გრამი და მერე ილაპარაკონ. თუ უნდათ, 30 გრამი მწვადი ჭამონ დღეში ერთხელ და გაძლონ. რამე ადამიანური ხომ უნდა დატოვონ? უკან დასახევ ნაბიჯს არ იტოვებენ, კოალიცია გარდაუვალია და ოცნების ეს ფრთა გზას არ იტოვებს, რომ მათ ვინმემ მაინც ჩამოართვას ხელი. კობახიძე გამოდის და ამბობს, არ შიმშილობს, ჭამსო და იქვე ამატებს, მისი უფლებაა შიმშილობა და იშიმშილოს, მერე რა ვქნაო – შეიძლება ასეთი განცხადებების მერე, მას რამე შანსი ჰქონდეს?

ჩემი ინფორმაციით, „ოცნებაში“ აქტიურადაა დაწყებული საუბარი იმაზე, ხომ არ მოითხოვონ სააკაშვილის ფსიქიატრიული შემოწმება და ამისათვის ხომ არ გამოიყენონ ნიკა გვარამიას სიტყვები, რომ სააკაშვილი შიმშილობის ამდენი დღის მერე, შეიძლება ზოგჯერ არ იყოს ადეკვატური, თუმცა, „ოცნება“ ამის გაკეთებას ვერ გაბედავს. მეორეს მხრივ, რაზეც ვთქვი, არ იკადრებს, ან ვერ იზამს-თქო, ყველაფერი გააკეთეს და თავსაც ვერ დავდებ.

“მეორე რევოლუცია – ამერიკა უკვე ჩაერთო მოლაპარაკებებში და ეს იმას ნიშნავს, რომ მიშამ შეასრულა მიცემული პირობა და ახლა მათი პირობის შესრულების დროა” – ინტერვიუ საკაშვილი გარემოცვის წევრთან

თეგები: გიორგი ჯავახაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved