• რეკლამა
  • კონტაქტი
13:05, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მიშა ახია ყველაფერი შენზე, რაც დათესე იმას იმკი.. პრინციპში მარტო შენ კი არა, ჩვენც შენთან ერთად“ – გიორგი ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
17:35 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

იუსტიციის სამინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრებს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და რამდენიმე წლის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს:

„ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა ამ ოცნების მომხრეების არგუმენტზე- “ვარონკიდან არ გადმოდიოდა და აბა რა ექნათო” ასე 5 წლის წინანდელია და ამ ისტორიის მთავარი გმირი თავად მყავს მეგობრებში, თუ საAიროდ ჩათვლის დააკომენტებს..მოკლედ საღამოა და ტელეფონზე რეკავს უცნობი ნომერი, ვუპასუხე, ლონგნესის ციხის ადმინისტრაციიდან გირეკავთო (პატარა სოფელია ჩვენ დეპარტამენტში და ციხეა იქ) მოკლედო, თქვენი თანამემამულე “ვარონკიდან” არ გადმოდის და თარჯიმანი გვჭირდებაო. მეთქი დიდი სიამოვნებით მაგრამ, მე არა ვარ ოფიციალური თარჯიმანი და აბა რა გიყოთ? .. არაო მითხრეს, ოფიციალური თარჯიმანი არ გვჭირდება, უბრალოდ კონტაქტში რომ შევიდეთ და ავუხსნათ ყველაფერიო. ოკ მეთქი არაა პრობლემა. ნუ სანამ იმ სოფელში ჩავედი კი გავიდა საათზე მეტი, სანამ შემიყვანეს, გამსინჯეს გამჩხრიკეს.. შევედი და ეს ქართველი (ახლა უკვე მეგობარი) ზის ვარონკაში და ცოცხალი თავით არ ჩამოდის ძირს, არაო ძმაო, მაღაზიაში ქურდობას მაბრალებენ, შანსი არაა არ ჩამოვალ, არ მომიპარია მე ამათი დედაო.. ესენი ეუბნებიან, ჩვენ არაფერი არ ვიცით, ვერც ვერაფრით ვერ დაგეხმარებით, თქვენ საბუთებში წერია რომ, ორ კვირაში გაქვს სასამართლო და იქ დაამტკიცე შენი უდანაშაულობაო.. ნუ ამან არა, შაანსი არააო.. მოკლედ ერთი 40 წუთი ეხვეწენ და რო არ გამდოვიდა, კაიო ძმაოო, იყავი მაშინ მანდო, გადააყენეს მანქანა ისე რო სხვა “ვარონკებისთვის” ხელი არ შეეშალა შესვალ- გასვლაში, მიხურეს კარები და წამომყვნენ გამოსაცილებლად.. სხვათაშორის ის კაცი ორი კვირის მერე მართლა გამოუშვეს სასამართლო დარბაზიდან და მიყვება, ბიჭოო, ერთი სამი საათის მერეო, “ვარონკა” რო გაცივდა და გაიყინა, ისეთი ბრახუნი ავტეხე მთელ ციხეს ესმოდა ჩემი ბღავილიო და სულ ხორუმის ცეკვით შევედი თბილ კამერაშიო.. ასე რომ.. კარტოფილის ტომარასავით რო არ შეგეთრიათ პრეზიდენტყოფილი კაცი და ცივილურად მოპყრობოდით არ შეიძლებოდა? .. და საერთოდ მიშა ახია ყველაფერი შენზე, რაც დათესე იმას იმკი.. პრინციპში მარტო შენ კი არა, ჩვენც შენთან ერთად..“ – წერს გიორგი ფოფხაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved