პრეზიდენტის სასახლეში პოლიტიკური კონსულტაციები განახლდა. ამ წუთებში, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში გია ხუხაშვილი იმყოფება. შეხვედრაზე შესვლამდე ხუხაშვილმა “პირველებთან” თქვა, რომ არაორდინალური გადაწყვეტილებებია მისაღები.
“არჩევნები ახლოვდება. ყველასთვის არის სასიცოცხლო პერიოდი და პრეზიდენტი ყველას ესაუბრება, მათ შორის მეც. ამ არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ვექტორს და შესაბამისად, მისაღებია არაორდინალური გადაწყვეტილებები. რაში მდგომარეობს ეს არაორდინალური გადაწყვეტილებები, ამას ვნახავთ. არაორდინალური ის, რომ პარტიებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი ძალაუფლებისთვის კი არა ქვეყნის გადარჩენისთის იბრძვიან. ამის დადასტურება შეიძლება მხოლოდ იმით, რომ ბევრი რამ უნდა დათმონ. პორტფელებისთვის ბრძოლის დრო ახლა არ არის. ქარტია არის ფუნდამენტური დოკუმენტი, არის ღერძი მთელი ამ პროცესის”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
კომენტარები