• რეკლამა
  • კონტაქტი
22:27, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მის შეურაცხყოფაზე ოფიციალური სამთავრობო ნებართვაა გაცემული” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
13:36 01-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
226
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი, ზურაბ გურული:
“აზრის თავისუფალი გამოთქმა, ე.წ. free speech, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება სარისკო იყოს, მათ შორის ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში. ამ რისკების ამპლიტუდა მერყეობს სამსახურისა და კარიერის დაკარგვიდან სიცოცხლის დაკარგვამდე. ერთია მხოლოდ, ჭეშმარიტად აღშფოთებული საზოგადოებისათვის ის კი არ არის მთავარი, თუ ვინ გააჟღერებს ამ თემას, არამედ თავად თემა. ასე რომ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და დედამიწის ზურგზე ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ისეთი დემოკრატია, რომელიც შეძლებს იმ ადამიანთა დაცვას, რომლებსაც ყველა თემაზე თავისუფლად საუბარი სურთ.
ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს არც აზრის თავისუფლად გამოთქმასთან აქვს რაიმე საერთო და არც კონსერვატორული საზოგადოების სენტიმენტების შეურაცხყოფასთან. შესაბამისად, კომიკურია ქართველ მოაზროვნეთა ღრმა წიაღსვლები ამ მიმართულებებით.
„ოცნების“ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს არანაირი პრობლემა არ ჰქონია საკუთარი პიკანტური თუ ერეტიკული აზრების თავისუფლად გამოსათქმელად; ისევე როგორც არ ჰქონია ეს პრობლემა ცხონებულ ოთარ რამიშვილს, მთელი ხმით როცა მღეროდა: „ეგ თქვენი მეფე ერეკლე, ყვერებით დასაკიდიაო“. რაღაც არ მახსენდება ამ სიმღერით აღშფოთებული თბილისელები (პრინციპში არც თელაველები ? ).
რობერტ სტურუამ „ვეფხისტყაოსანი“ რომ გააშარჟა, (რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა, რადგან თავისუფალ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება იყოს “იმის იგი”), არც ამაზე გადარეულა ვინმე იმ ხარისხით, რომ ქუჩაში გაელანძღა რეჟისორი. აბა რა მოხდა ახლა? არც არაფერი; ლევან ბერძენიშვილი ამჟამად საძულველი ოპოზიციის ერთერთ გავლენიან სპიკერად მიიჩნევა და მის შეურაცხყოფაზე ოფიციალური სამთავრობო ნებართვაა გაცემული. ეს არის სულ. ამიტომ არის ეს მოვლენა თავისი შინაარსით უბანძესი, თორემ ქართველები საკმაოდ ტოლერანტული და ლიბერალური ხალხია ზოგადად.”
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved