• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიყრილები იყვნენ სადღაც კუთხეში და მამლაყინწებივით წამოყვეს თავები… – ქეთევან ენუქიძე

ალია ავტორი - ალია
14:05 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

“რახანია დრამებს და ტრაგედიებს თავს ვარიდებ – ნერვებს ვუფრთხილდები…

საერთოდ, ყოველთვის ვუფრთხილდები ნერვებს… რეალურ ცხოვრებაში, მით უმეტეს.

როდესაც რაღაც მასალა გამიკეთებია, ვერ დავთვლი, რამდენჯერ წამოვხტარვარ ღამე, ჩამირთავს კომპიუტერი და თავიდან გადამიმოწმებია, რამე ხომ არ შემეშალა-მეთქი…

სიზმარშიც კი მინახავს, როგორი დაზაფრულები უყურებენ ეთერს ის ადამიანები, რომლებზეც რაღაცას ვამბობ…

რამდენჯერ ავწონ-დავწონი, სანამ ვახსენებ…

როგორ ვცდილობ, რომ არ ვახსენო, რადგან სულ მათ შვილებზე და მშობლებზე მეფიქრება…

კარგის მთქმელობა და ვარდების სროლა რომ ჩემი საქმე არ არის, კი იცით…

ასე მოხდა…

და ესეც კი დრამაა ჩემთვის…

და მთელ ამ შიშველ დრამატურგიაში,

ვარსკვლავიანი ცის და სინდისის გარდა, კიდევ ერთი რაღაც მაოცებს ადამიანში…

უტიფრობა…

ანტისაოკუპაციო აქციებმა ოპოზიციას ძალა მისცა.

მიყრილები იყვნენ სადღაც კუთხეში და მამლაყინწებივით წამოყვეს თავები.

ამ აქციების ყველაზე სერიოზული ორგანიზატორი რურუა იყო.

ოპოზიციის გაერთიანების ინიციატორი მელია იყო.

(ამ იდეას ეჭვით ვუყურებდი არა მელიასადმი უნდობლობის, არამედ იმ ოპოზიციონერების ნუტროს არც თუ ცუდად ცოდნის გამო…

ვაღიარებ: ვერ ვარ მელიასავით კეთილშობილი და არ მესმის, რა საჭიროა მეორე შანსი…)

ამ ადამიანებმა მართეს პროცესები და ისინიც სწორედ იმიტომ დააკავეს, რომ სულისჩამდგმელები იყვნენ.

ეხლა ვუყურებ ტელევიზორს და სასწაულს ამბობენ:

ჩვენ მოვახერხეთ მათი გათავისუფლებაო…

ჩვენ გავათავისუფლეთო – იმ ხალხს ამადლებენ, რომლებმაც ისინი მკვდრეთით აღადგინეს…

არ შემიძლია ამის გაგება…

ეს თვალთმაქცობა ჩემთვის ის დრამაა, რომელიც არ მინდოდა, რომ მენახა და არც ვნახავდი, ნერვები რომ დამეზოგა…

მაგრამ ვნახე…

მაგალითად, ვნახე, როგორ ჩასვეს სიაში ევსაქებმა შავგულიძე და ახვლედიანი.

იმ გამსვლელ სიაში, რომელშიც ვერ მოხვდნენ პარტიის რეალური ლიდერები…

იდეაში, ჩემი რა საქმეა?!

ევსაქებისთვის ხმაც არ მიმიცია, მაგრამ ნორმალურად გეჩვენებათ ეს?

როგორ უნდა ვენდო იმ ადამიანებს, რომლებიც იმას ღალატობენ, ვინც ხელი გაუწოდა…

მეზიზღება ეს…

ადამიანებო, ერთგულება ყველაზე მარტივი რაღაცაა ღირებულებათა შორის.

ძაღლსაც კი შეუძლია ეს ერთგულება…

ხოდა, როგორ უნდა ვენდო იმას, ვისაც არ შეუძლია ის, რაც შეუძლია ძაღლს?

ან რა განსხვავებაა მათსა და ქოცებს შორის?

უბრალოდ, ესენი ამბიციებით აჭარბებენ…

დღეს ჩემთვის პარლამენტში ოპოზიცია არ ზის…

სხვადასხვა და განსხვავებული მოსაზრება ქოცებსაც კი აქვთ…

მოსახლეობა დაბნეულია…

ნიჰილიზმს თესავო, ვიღაცამ მომწერა…

რა დათესვა უნდა?

ჩართავ ტელევიზორს, დაინახავ ამათ სახეებს და ნიჰილიზმი უკვე აყვავებულ-გაბუჩქულია!

მე მხოლოდ თავსმოხვეულ დრამას ვუყურებ და ვფიქრობ, რა იქნება ხვალ…

ქაოსი, სიღარიბე, უსამართლობა, უტიფრობა, უბადრუკ პროვინციად ქცეული ქვეყანა, რომელიც არავის აღარ უყვარს…”

თეგები: ქეთევან ენუქიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved