• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინისტრო, თქვენი ნათესავი თავდასხმის ორგანიზატორია…” – ანა წითლიძე ვინაობებს ასახელებს

ალია ავტორი - ალია
13:42 09-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,691

“ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდში ოპოზიოცნერ პოლიტიკოსებზე თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორს ასახელებს – მისი მტკიცებით,  ის ძალოვან უწყებაში მუშაობს.

ანა წითლიძე:

მე მინდა მივმართო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს – გუშინ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე, პარტიის შტაბის წევრებზე საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად ვარიგებდით ფლაერებს და ვესაუბრებოდით მოსახლეობას, მოხდა ორგანიზებული თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობდა ასზე მეტი ქართული ოცნების “ტიტუშკა”, მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები. ეს ადამიანები, რომლებიც გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ახალგაზრდულის წევრებს, რომლებიც ფიზიკურად გამისწორდნენ მე და რაც ყველაზე საშიშია ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – ქალებს, ბავშვებს,  ეს ადამიანები გუშინ იყვნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მე ხელში მიჭირავს ფოტო ყველა ის ადამიანის, ვინც გუშინდელი თავდასხმა დააორგანიზა ჩვენზე და გაშიფრული გვყავს იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გუშინ უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ ადგილზე.

ბატონო მინისტრო, ეს ადამიანი არის თქვენი ნათესავი – შოთა ბაჯალაძე, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ ნათლია მირონობა, ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალური დაჯგუფებების ორგანიზებაში, უშუალოდ მონაწილეობდა გუშინ ამ თავდასხმის ორგანიზებაში. ეს ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს არიგებს, რომ მერე სწორედ მსგავსი სტილის ძალადობა მოაწყონ ოპოზიციის ლიდერებზე და თავდამსხმელებზე.

ასეთი კიდევ ერთი ადამიანია გიორგი მოსუა, რომელიც ზუგდიდში არის აიპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე, რომელიც გუშინ ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს და ეს კადრებიც არსებობს.

კიდევ ერთი ადამიანი, დიმა გოგოხია, ოცნების “ტიტუშკა”. ამ ადამიანს აქვს პირობითი, ნასამართლებია ჩასარიცხის აპარატის ქურდობაზე, ეს ადამიანი გუშინ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მოქმედებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს.

თეონა ქარდავა, ეს არის სუსის 20 ლარიანი აგენტი, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული პირი, ეს ქალბატონი მუშაობს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობაში ზუგდიდში და უშუალოდ კობახიძის სიძე დავით ფაცაცია აკონტროლებს.

რამაზ ბახმაია, ვითომ “ძველი ბიჭი”, სინამდვილეში ხელისუფლების “ნასეტკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს.

დათა სართანია, ასევე ვითომ “ძველი ბიჭი”, ამ დროს ხელისუფლების “ნასეტკა”, რომელიც ასევე იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ამ ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერება, სანამ ჩვენთან მოვიდოდნენ, დაურიგა თქვენმა თანამშრომელმა, შოთა ბაჯალაძემ, რომელიც არის თქვენი გენ ინსპექციის თანამშრომელი, იმყოფება ზუგდიდში და აორგანიზებს ყველა თავდასხმას. 

მე ახლა მოგმართავთ თქვენ – გუშინ, თქვენი პოლიციელების თვალწინ, რადგან პირველი თავდასხმიდან ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, თქვენი პოლიციელები აღმოჩნდნენ უძლურნი, რადგან ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თანდასწრებით დაგვესხა ჩვენ თავს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!“.

ცნობისთვის, უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:50 03-13-2026
თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved